logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო: ვაქცინაზე აუდიტის გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს სერგეენკო: ვაქცინაზე აუდიტის გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს

ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ,  სახელმწიფო აუდიტის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა 2016-2017 წლებში, იმუნიზაციის პროგრამაზე საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ნიშანდობლივია მისი არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

1 რომ ეს ვაქცინა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე, არა! არავითარ შემთხვევაში, მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

2. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო რეგისტრირებული 2015 წელს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი.

3. ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად, ვაქცინის ან სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, საკუთრის რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი დონეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა თუ კი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, თუმცა ყოველთვის ეს არ ხერხდება. მაგრამ, თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ეს არ ნიშნავს რომ ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს. თუმცა, შარშან 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, ცოფის ვაქცინაზე ვსაუბრობ და არა გეგმიურზე (მას საერთოდ არც კი უნდა შევეხოთ, მაღალი კლასის ვაქცინებია), საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, რაც თვენახევარში მოხდებოდა და ამ თვენახევრის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს - ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე.

ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე და 20 მარტიდან ახალი ვაქცინით გავაგრძელეთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, იმ ვაქცინას გართულება არ ქონია", - განაცხადა დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგზე. 

 

http://www.ipress.ge

2018.01.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006