logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკოს გამოსვლა ჯანმოს 142-ე სესიაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მონაწილეობას იღებს ქ. ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე  აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიის მუშაობაში. საბჭო განიხილავს სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების   სამუშაო პროექტს.

სესიის პირველ სამუშაო დღეს, დავით სერგეენკომ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ახლადარჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან  გამართულ ინტერაქციულ დიალოგში. მინისტრმა თავის სიტყვაში ყურადღება მიაპყრო  საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.  

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ  საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსათვის. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული სკითხის ხელშეწყობა ჩვენს ვალდებულებად ვაქციოთ და ნებისმიერი პლატფორმიდან დაუღალავად ვიმუშაოთ, იქნება ეს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, ტექნიკური თუ  პირდაპირი კომუნიკაცია. დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში  პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის შექმნისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობის მნიშვნელობა და შევძლოთ მისი ხელშეწყობა.“

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა  ღონისძიებებში.

სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს  დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, როგორც  ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი, უფლებამოსილების განხორციელებას  2017 წელს შეუდგა. აღნიშნული საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და ის 34 წევრი სახელმწიფოსგან  შედგება.

http://moh.gov.ge

2018.01.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006