logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო: ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები გააკეთა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გატარებული რეფორმების შედეგად, ჯანდაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა. რეფორმებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. სწორედ აღნიშნული პროგრამა უზურნველყოფს მოსახლეობისთვის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების მიწვდომადობას.

დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების აღმოფხვრის უნიკალურ საშუალება.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება მიაპყრო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს, რამაც ერთობლიობაში რეფორმის მასშტაბი შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა ნაბიჯებმა განაპირობა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება და დაგეგმილ მაჩვენებლთან გათანაბრება. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანაში აბორტის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება ფიქსირდება.

დავით სერგეენკომ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული მიწვდომადობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმთავრესი საქმიანობა იყო ახალი კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, მისი სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების გაზრდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის სპეციალისტების პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავარი ტვირთი მედიკამენტებზე მიწვდომადობაა. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველთა ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ჯგუფის მოქალაქეთა დანახარჯი მედიკამენტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას და ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის და მათ შორის ბავშვთა ზოგადი და უკიდურესი სიღარიბე, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, მიღწეული შედეგებით სამინისტრო არ დაკმაყოფილდება და მუდმივად გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა. 

დავით სერგეენკომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომისა და დასაქმების მიმართულებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს, ფაქტობრივად, არარსებული სფეროს ამუშავება მოუწია, რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის პირობებსა და უფლებებს დაიცავდა. ჯანდაცვის სამინისტროში შექიმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაში შემავალი შრომის ინსპექტორების მიერ ხორციელდება დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი. დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო პირობების შექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. დავით სერგეენკო თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები აქტიურად მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოტენციურ დამსაქმებლებთან სამუშაოს მაძიებელთა შეხვედრას და მათ დასაქმებას.

http://www.moh.gov.ge

2017.12.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006