logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება

ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს.
პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. „სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან“.
ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი. პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელ-რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. დაიხვეწა ელ-რეცეპტების ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე.
ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურები სააგენტო ახორციელებს ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა.
ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

http://moh.gov.ge

2017.12.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006