logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კონფერენცია გაიმართა

საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტის წარმატებით განსახორციელებლად, ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. მან საშვილოსნოს კიბოს პრევენციაში ვაქცინაციის როლი გამოჰყო და იმუნიზაციის პროცესში 9-14 წლის გოგონების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ადამიანის პაპილომა ვირუსი არის საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას მოგვცემს. საქართველოში, ყოველწლიურად საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის. ეს პროექტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი,“ - განმარტა ნინო ბერძულმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მონაწილეებს პაპილომავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. ყურადღება ვაქცინის ეფექტურობა-უსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის ტვირთის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, შერჩევით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ვაქცინაციის დანერგის პროცესის, კომუნიკაციის სამოქმედო და კრიზისის მართვის გეგმების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას. 1 დეკემბრიდან თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 9-14 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტი ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება. 

http://moh.gov.ge

2017.11.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006