logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. თეთრი ხალათების რიგით მეხუთე ცერემონია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. პროგრამის პირველკურსელებს მიესალმნენ და, ტრადიციულად, თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის გარდა ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი; აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის დეპატრტამენტის ქიმიური თავდაცვის ვიცე-სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი და ღონისძიებაზე მოწვეული სხვა საპატიო სტუმრები როგორც აშშ-დან, ისე საქართველოდან. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში - „ზაფხული ემორიში“. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება: 2017 წელს პროგრამის პირველი მიღების სამი სტუდენტიდან სამივემ აღნიშნული გამოცდის პირველი საფეხური უმაღლესი ქულებით ჩააბარა. 2019 წელს პროგრამაზე სწავლას პირველი გამოშვების სტუდენტები დაასრულებენ. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამავრებულებს მიენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. 2017 წელს პროგრამაზე 120-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.

http://moh.gov.ge

2017.09.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006