logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაცია იწყება

საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს. საბჭოს წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, მელანი ტეილორისგან მოესმინათ ელიმინაციის ვალიდაციის პროცესის შესახებ პრეზენტაცია და მიეღოთ პროგრამის განხორციელებისთვის ქვეყნის მომზადების შესახებ რეკომენდაციები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის ოფისმა და სტუმარმა ექსპერტებმა ელიმინაციის გეგმის მომზადებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართულობაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სგგ ინფექციების, მათ შორის სიფილისის სავარაუდო გავრცელების შეფასების შესახებ, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამისა და გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების შედეგად, წელს აივ ინფექცია/შიდსის ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ფაქტს, 2016 წელს, სავარაუდოდ, 13 ინფიცირებული ბავშვი დაიბადა. აღნიშნული მდგომარეობების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების და მათი პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ შეძლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

http://moh.gov.ge

2017.08.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006