logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე.

კანონპროექტის დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი “გლობალ ალიანს კონსალტინგმა” შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია.

„სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია.

ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ ,”- აღნიშნა ტურძილაძემ.

მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი.

თინა ტურძილაძე:

„კანონის შემუშავებული მოდელი, ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში არსებული ბიზნესმოდელების კორექციას გულისხმობს. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი – მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა და მიწოდება ერთი კომპანიის, ერთი ჰოლდინგის ხელშია ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია, რადგან მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს.

სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი გვაქვს. 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ახალ ფორმულებზე არ ვლაპარაკობ, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1 200 – 1 500 ფორმულაა. მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნესმოდელების კორექტირება ძალიან კარგია, მაგრამ მეთოლოგიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, ურთულესია და ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს. ამიტომ რიგ თემებზე სამუშაო ჯგუფი ჯერ ვერ შეთანხმდა.

წამლის ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ხარისხის კონტროლის სისტემა ფარმაციისთვის ძალიან მოძველებული, დაახლოებით 20 წლის წინანდელია. დღეს ვლაპარაკობთ არა წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, არამედ ხარისხის მართვის სისტემებზე. მაშინ როცა ქართული ბაზარი გენერიკული ასლების ბაზარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ ეფექტური ასლები. ეფექტურობის საკითხი პროექტში ჩადებულია, რაც გვაიმედებს, რომ ამ მიმართულებით კორექცია მოხდება.

შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება”.

 

http://commersant.ge

2017.05.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006