logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით და კლინიკა „მარიმედის” მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აქციის ფარგლებში ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტებმა, 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებსა და მოზარდებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია უფასოდ გაუწიეს.

კლინიკა „მარიმედის” შენობაში, ადგილობრივებს პედიატრის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ორთოპედის და ნევროლოგის უფასო კონსულტაციები და კვლევები მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ მიეღოთ. „ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი მოსახლეობისთვის, მოიყვანონ ბავშვები და კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია წამყვან სპეციალისტებთან მიიღონ. აქცია, რომელიც დღეს ჩემი ინიციატივით გაიმართა, აუცილებლად მიიღებს სისტემატიურ ხასიათს. ჩვენ, კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას ყოველ ორ თვეში ვგეგმავთ”, – განაცხადა საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილმა კლინიკა „მარიმედს” და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკას აქციის ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა „ მარიმედს”, რომლის ბაზაზეც დღეს პაციენტების მიღება ხდება და ასევე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკას, რომელიც ჩვენს აქციაში წამყვანი სპეციალისტებით და მაღალი დონის პროფესიონალებით არის ჩართული”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალში იგი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას გეგმავს.

უახლოეს პერიოდში, მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებები შემოქმედებითი და კულტურული მიმართულებითაც იგეგმება.

 

http://kvira.ge

2017.05.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006