logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები ჩატარდება

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება. კამპანიის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა განაცხადეს.

2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“ მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ.

თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58. „ევრომელანომის“ კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია: საზოგადოების ინფორმირება, ასევე, ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა.

მერიის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4500-მდე პირმა, შესაბამისად, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც. სკრინინგს ყოველწლიურად წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა ბრიუსელში, სათაო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური შარტავას „ევრომელანომის“ საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში - კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად. „ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა (www.euromelanoma.org/georgia/home-1).

კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.

http://www.ipress.ge

2017.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006