logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო ბელარუსის რესპუბლიკას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტ - „სოვალდის“ 1500 ბოთლს, რაც 500 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

დღეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მკურნალობა უკვე შემდეგი თაობის მედიკამენტი „ჰარვონით“ მიმდინარეობს. ამდენად „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება. აღნიშნული დონაცია ამერიკული კომპანია „გილიადის“ თანხმობით ხორციელდება, რომელთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში პროგრამა უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს.

მედიკამენტი „სოვალდის“ გადაცემის მიზნით საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ხელშეკრულება დონაციის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერებმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ და ვასილი ჟარკომ, ხოლო დონაციის შესახებ ხელშეკრულებას - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია „RUE BELPHARMATSIA-ს“ გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ გნიტიმ.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამაში დარეგისტრირებულია 37 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 36 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 29 ათასზე მეტმა ვირუსი წარმატებით დაამარცხა.

http://www.moh.gov.ge

2017.05.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006