logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც სტანდარტი 100 პროცენტით დაკმაყოფილებულია

„თბილისში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც სტანდარტი 100 პროცენტით დაკმაყოფილებულია” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული საუბრობს.

მისი განცხადებით, აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სხვადასხვა პროფილის დაწესებულებების სელექციური კონტრაქტირება იძლევა.

მისი განცხადებით, თბილისში დასრულდა დაწესებულებების მონიტორინგის ორი რაუნდი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  კლინიკებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.

კერძოდ,ინფექციების პრევენციებისა და კონტროლთან მიმართებაში ძალიან ბევრი ხარვეზი იქნა დაფიქსირებული. მისი განმარტებით, განსაკუთრებით ეს პატარა, 40 საწოლზე ნაკლებ კლინიკებს ეხება. თუმცა, მისივე მტკიცებით, ხარვეზები იყო დიდ კლინიკებშიც.

ბერძულის მტკიცებით, კლინიკებში არ იყო ინფრასტრუქტურული სტანდარტები, მაგალითად, მოსაწესრიგებელია წყალომომარაგება, სამედიცინო ნარჩენების მართვა და სამედიცინო პერსონალის ინფექციებიდან დაცვის სტანდარტები. 

მონიტორინგის მეორე რაუდის მიხედვით,ძალიან ბევრ დაწესებულებებში მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა, რჩება გარკვეული მიმართულებები და ხარვეზები. მათ კი ამის გამოსწორებისთვის გარკვეული დრო მიეცათ.

„თითქმის ყველა კლინიკაში იყო დარღვევა დაფიქსირებული. არ იყო არცერთი კლინიკა, სადაც 100 პროცენტიანი დაკმაყოფილების სტანდარტი არსებობდა. შესაბამისად, ყველას მიეცა გარკვეული რეკომენდაციები”-აცხადებს ბერძული.

მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყება მესამე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებული ყველა კლინიკის თავიდან შემოწმება მოხდება, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რომელი კლინიკა დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რომელი გამოეთიშება.

„ჩვენი თვითმიზანი კლინიკების ჩახსნა არ არის, ჩვენი მიზანია გამოსწორდეს ხარვეზები”-აცხადებს ბერძული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით შეფასდა თითქმის ყველა დაწესებულება, განსაკუთრებული აქცენტი ინტენსიურ (გადაუდებელი დახმარების) განყოფილებებზე გაკეთდა.

ბერძული აცხადებს, რომ ამ დროისთვის იგივე პროცესი რეგიონებში, კერძოდ კი აჭარასა და იმერეთში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება სამშობიარო სახლებიდან დაიწყო.

1-ლი მარტიდან სამშობიარო სახლებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სელექტიური კონტრაქტირება ხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც – წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა; პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

მიმდინარე წლის მარტში ასევე სამინისტროში აცხადებდნენ, რომ უახლოეს პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც დაიწყებოდა.

http://commersant.ge

2017.05.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006