logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მაისის თვეში აღინიშნება – “ასთმა: მეტი ჰაერი, უკეთესი სუნთქვა”

ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მაისის თვეში აღინიშნება. მაისს ხშირად ასთმის ცნობიერების ამაღლების თვეს უწოდებენ, რადგან ასთმით დაავადებულთა მობილიზაცია ხდება საკუთარ დაავადებაზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით.

ასთმის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს: 

  •  ასთმის სიმპტომების, მისი ყოველდღიური კონტროლისა და ასთმის შეტევების მართვის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას
  •  პედაგოგები ატარებენ მეცადინეობებს ასთმის სიმპტომების, პრევენციისა და მართვის შესახებ
  •  ვრცელდება საგანმანათლებლო ბუკლეტები, პლაკატები და ბანერები
  •  ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები, პაციენტთა შორის ხორციელდება ასთმის სიმძიმის შეფასება, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია
  •  იხსნება ასთმის ახალი კლინიკები და განყოფილებები საჭიროების მიხედვით
  •  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სატელევიზიო არხები ავრცელებენ საგანმანათლებლო მესიჯებს
  •  სკოლებში, კოლეჯებსა და აფთიაქებში იმართება შეჯიბრებები, დებატები, სიმპოზიუმები ასთმასთან დაკავშირებული ცოდნის შეფასების მიზნით.

ასთმის მართვის ეროვნული პროგრამები მიზნად ისახავს: 

  • პაციენტის დროული იდენტიფიცირება პირველად ან მეორად დონეზე
  •  ასთმით დაავადებულ პაციენტთა რეგისტრაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პაციენტი დიაგნოზირებულია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა
  •  დაავადების სწორი მართვა
  •  გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში ასთმასთან დაკავშირებული ვიზიტების შემცირება და პაციენტების მიერ ჰოსპიტალში დაყოვნების დღეების შემცირება
  •  ასთმით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება.

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა 

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი დაავადება და ასთმური შეტევები აირიდოთ თავიდან, თუ მედიკამენტებს მიიღებთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტს მსგავსი მედიკამენტები არ სჭირდება.

ასთმის მკურნალობის მიზნით გამოყენებული მედიკამენტები ორი ტიპისაა: სწრაფი ეფექტის მქონე და გრძელვადიანი კონტროლის მიზნით გამოყენებული. სწრაფი ეფექტის მქონე მედიკამენტები აკონტროლებს ასთმის შეტევის სიმპტომებს; თუ თქვენ ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივად გჭირდებათ, აუცლებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შეფასდეს, განსხვავებულ მკურნალობას ხომ არ საჭიროებთ? გრძელვადიანი კონტროლის მედიკამენტები თქვენ დაგეხმარებათ შეტევები იყოს უფრო სუსტი და ნაკლები სიხშირით.

ასთმის მედიკამენტებს შეიძლება ჰქოდნეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი უმეტესობა სუსტია და მალევე ქრება. აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს დანიშნული მედიკამენტის გვერდითი ეფექტების შესახებ.

ასთმით დაავადებულ პაციენტს სასურველია ჰქონდეს ასთმის სამოქმედო გეგმა
ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტს შეუძლია ჰქონდეს ასთმის მართვის სამოქმედო გეგმა.

დაავადების კონტროლის მიზნით ასთმის სამოქმედო გეგმის (იგივე მართვის გეგმა) შემუშავება ხდება ექიმთან ერთად. სამოქმედო გეგმა პაციენტს უჩვენებს ყოველდღიური მკურნალობის რეჟიმს, მაგალითად, რა მედიკამენტები და როდის უნდა მიიღოს. გეგმა ასევე აღწერს, როგორ უნდა გაკონტროლდეს დაავადება გრძელვადიან პერიოდში და როგორ უნდა გაუმკლავდეს პაციენტი ასთმის გაუარესებას ან ასთმურ შეტევებს; გეგმაში ასევე ასახულია, თუ როდისაა აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია.

http://www.ncdc.ge

2017.05.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006