logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამიზნე პოპულაცია იქნება დაახლოებით 600 ათასი ადამიანი და ეს იქნება 5 ძირითადი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე, თუმცა, სხვადასხვა მასშტაბით. ზოგს შეიძლება დასჭირდეს მაგალითად, შედარებით იაფი პრეპარატი, დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო ტაბლეტები, იმიტომ, რომ პირველ ტიპზე, ინსულინზე უკვე არსებობს პროგრამა და ა.შ. ეს პროექტი ძალიან სკურპულოზური გათვლებით გაიწერა”, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.

ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მედიკამენტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა.

მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.

http://www.moh.gov.ge

2017.05.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006