logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკომ ამსტერდამში, საერთაშორისო კონგრესზე С ჰეპატიტის პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ამსტერდამში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, სადაც პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი სესია გაიმართა, С ჰეპატიტის, როგორც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი ღვიძლის დაავადებებისა და დიაგნოსტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დარგის სპეციალისტები  ესწრებიან.

სესიაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც პირველი ქვეყნის, რომელიც რამდენიმე წელიწადში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას მოახდენს.

მომხსენებლთა შორის იყვნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კლინიკა ნეოლაბის ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,  რომელებმაც   პროგრამის მნიშვნელობაზე,  გამოჯანრთელების მაჩვენებელსა (რომლებიც ჰარვონით ნამკურნალებ პაციენტებში საშუალოდ 98% ზე მეტია ) და ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებლებში HCV პრევენციაზე ზრუნვისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროგრამის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისების ხარისხისა და  მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აშშ–ს დავაადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა იან დრობენიუკმა .

სესია დახურა აშშ დაავადებათა კონტროლის ექსპერტმა ფრანცისკო ავერჰოფმა, რომელმაც შეაჯამა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი.

ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ( 19–23 აპრილი) ქალაქ ამსეტრდამში იმართება და   ღვიძლის შემსწავლელი ევროპული  ასოციაციის (EASL) მიერ არის ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია „გილეადისა“  და აშშ–ს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლებთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი და გრემ რობერტსონი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

http://epn.ge

2017.04.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006