logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ, ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან. ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

http://www.ipress.ge

2017.04.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006