logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგიისა და 3-წლიანი სამოქმედო გეგმის (2017-2019) პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო თბილისი მერიოტში. სტრატეგია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროების გასაუმჯობესებლად სტრატეგიული ჩარჩოსა და მიმართულებების განსაზღვრა. სტრატეგიის მიზანია 2030 წლისთვის, შესაბამისი განათლებისა და მაღალი ხარისხის ინტეგრირებულ სერვისებზე სრული ხელმისაწვდომობის საშუალებით, აღარ იყოს დედათა და ახალშობილთა სიკვდილის, ან ბავშვთა მკვდრადშობადობის ისეთი შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია; ყველა ბავშვი იქნება სასურველი და შესაძლებელი გახდება ყველა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება. სტრატეგია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ისეთი პრინციპებით ხელმძღვანელობს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და გენდერული სენსიტიურობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უწყვეტობა სიცოცხლის განმავლობაში, ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. სტრატეგიას თან ახლავს 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს დედათა და ახალშობილთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის სფეროში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად. პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში დედათა სიკვდილიანობის კლების მიუხედავად, ამ მაჩვენებლით საქართველო მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს - სწორედ ამიტომ დადგა სტრატეგიის შემუშავების საჭიროება. დოკუმენტში გაწერილია გზები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას ინოვაციური პოლიტიკის და პროგრამების გაძლიერებისა და გაფართოების გზით ზრუნვის უწყვეტობის პრინციპის საფუძველზე. სტრატეგია ასევე ასახავს ამ თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოჯახის დაგეგმვისა და მოზარდთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. დოკუმენტი შესაბამისობაშია ბოლო პერიოდში შემუშავებულ საერთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებთან, კერძოდ, „მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები“ (2015) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის „სამოქმედო გეგმა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის განვითარებისთვის“ (2017-2021), „სამოქმედო გეგმა ყოველი ახალშობილისთვის“ (WHO/UNICEF). ღონისძიებას დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები; პარლამენტის წევრები, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჯი, გაეროს სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები. 

http://www.moh.gov.ge

2017.04.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006