logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონფერენცია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდზე

ინტრაოპერაციული  რადიოთერაპია  ინტრაბიმის აპარატით  -  ონკოლოგიური  დაავადებების  მკურნალობის  ინოვაციური  მეთოდია, რომლის შესახებ კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.  

ონკოლოგიური  დაავადებების  მკურნალობის  მთავარ მეთოდს  ქირურგიულ  ჩარევასთან  ერთად  დისტანციური სხივური თერაპია წარმოადგენს, როგორც წინაოპერაციულ, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში  და მასთან ერთად ქიმიოთერაპია.

ინტრაბიმი (INTRABEAM)  არის  იდეალური  ინოვაციური   სისტემა  ინტრაოპერაციული რადიოთერაპიისათვის. ინტრაბიმის აპარატში გამოიყენება რენტგენული სპექტრის დაბალენერგიული  ფოტონური  სხივები, ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და არ  აზიანებს  ჯანმრთელ ქსოვილს.

ონკოლოგიური დაავადებების ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით  მკურნალობა მსოფლიოს მრავალ  წამყვან კლინიკაშია აპრობირებული, მათ შორის საქართველოში. უკვე მეორე კლინიკაში (ინოვაში) ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის აპარატი - ინტრაბიმი დაიდგა.  ქართველ პაციენტებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ქართველ პაციენტებს  ეძლევათ  საშუალება საკმაოდ ძვირი პროცედურა დაფინანსებით ჩაიტარონ.

კონფერენციის ორგანიზატორი მაღალი ტექნოლოგიების  იმპორტიორი საერთაშორისო კომპანია მედიცინისა და მეცნიერების დარგში „ოპტეკ ჰოლდინგი“ იყო.

ღონისძიებას წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, ონკოლოგები, ნეიროქირურგები, რადიოლოგები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

http://www.moh.gov.ge

2017.04.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006