logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილება გაიხსნა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის (ტფდეც) შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.

ახალი განყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. საზეიმო გახსნის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

ასევე სამინისტროს მხარდაჭერით უკვე დასრულდა ტუბერკულოზის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა.ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექნიკური აღჭურვა.

ლაბორატორია მიეკუთვნება ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს. ყოველწლიურად, 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამ დღის აღსანიშნავად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში გაიმართა მწვანე აქცია, ბენეფიციარებმა ცენტრის ეზოში ხეები დარგეს. 2016 წლამდე, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეიტინგის თანახმად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე 27 ქვეყანას შორის იმყოფებოდა. 2016 წლის იანვრიდან საქართველო ამოღებულ იქნა ჯანმოს მიერ გამოცემული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყანათა სიიდან.

  • ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოში, 2016 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 311 შემთხვევა (პენიტენციური სექტორის ჩათვლით) დარეგისტრირდა, რაც შეადგენს 90 შემთხვევას ყოველ 100 000 საქართველოს მოსახლეზე;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში აღინიშნება ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია;
  • 2012 – 2016 წლებში ტუბერკულოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა.

ამჟამად საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მართვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს.

http://www.moh.gov.ge

2017.03.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006