logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ამტელ ჰოსპიტალში დასრულებულია სრული რენოვაცია

Amtel Group აცხადებს „ამტელ ჰოსპიტალის” სრული რენოვაციისა და რეორგანიზაციის დასრულების შესახებ.

რენოვაციის პროცესში ჰოსპიტალი აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით და მართვის თანამედროვე სისტემებით. კომპანია უახლოეს მომავალში ნეონატალური და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის მშენებლობას იწყებს.

Amtel Group-მა 2011 წელს შეიძინა პირველ კლინიკური საავადმყოფოს ექვსი კლინიკა, რომელიც განთავსებული იყო ძველ, ამორტიზირებულ შენობაში. საავადმყოფო არ იყო უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებითაც კი, როგორიცაა ცხელი წყალი, გათბობა-კონდიცირების სისტემა და რაც მთავარია, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებისთვის და მოთხოვნებისთვის შეუსაბამო სამედიცინო აპარატურით ფუნქციონირებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

„ხუთი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგად, ჩვენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დავგეგმეთ და სრულად განვაახლეთ შენობა, შევცვალეთ კომუნიკაციები და დავნერგეთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” – აცხადებს Amtel Group-ის გენერალური დირექტორი, დანიელ გუფთა.

კლინიკა, ასევე აღიჭურვა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეო კონტროლის სისტემებით, მედ-პერსონალის გამოძახების ღილაკითა, ინტერნეტით და IT სისტემით.

კორპორატიული სტრუქტურის რეორგანიზაციის და ჰოსპიტალის მენეჯმენტის განახლების შედეგად შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე, ასევეპაციენტისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაზე.

„ამტელ ჰოსპიტალი” დღეს არის თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ყველა შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია აქვს. კლინიკაში 21 განყოფიოლებაა (აქედან 7 ბავშვთა განყოფილება), რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით და ფუნქციური ავეჯით. კლინიკა გათვლილია 210 საწოლზე, საიდანაც 65 ბავშვთა პროფილისაა. სამედიცინო მომსახურებას „ამტელ ჰოსპიტალში” დასაქმებული 160 კვალიფიციური ექიმი ეწევა , 21 მათგანს მინიჭებული აქვს სამედიცინო ხარისხი.

კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს, როგორც არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ახალი თაობის ექიმებისთვის მრავალფეროვანი პრაქტიკული და სიღრმისეული განათლების მიღებაზე. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად , სპეციალური პროგრამის ფარგლებში, შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტთან თანამშრომლობს. 2015 წლიდან ამ პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა სტუდენტმა და 100-ზე მეტმა ექიმ-რეზიდენტმამა-ორდინანტმა გაირა შესაბამისი კურსი.

Amtel Group-ის სამომავლო გეგმებშია ნეონატოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მშენებლობა, რომელიც „ამტელ ჰოსპიტალის” მიმდებარედ, ახალ შენობაში განთავსდება. ამ ეტაპზე დაწყებულია ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები.

„ჩვენ შევისწავლეთ სამედიცინო ბაზრის ეს სეგმენტი და ვხედავთ, რომ რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში უშვილობის ეფექტურად მკურნალობის ცენტრების რაოდენობა საქართველოშიშეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო სფეროში ხარისხიანი მომსახურების გაწევის კუთხით ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია დაგვეხმარება მაღალი კლასის რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის შექმნაში” – დაამატა დანიელ გუფთამ.

Amtel Group 1990 წელს დაიწყო საქმიანობა. 2005 წლიდან კომპანია რუსეთში, „დსთ”-ს ქვეყნებსა და საქართველოშიჩართულია დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის ბიზნესში. კომპანიის პორთფელში წარმოდგენილი პროექტების და ობიექტების საერთო ფართი 1 მლნ კვ. მ.-ს აღემატება.

Amtel Group -ის მიერ განხორციელებული პროექტებია, ბიზნეს-პარკი „ტექნოპარკი „ორბიტა” (დაახლოებით 100 000 კვ. მ), მოსკოვში „Holiday Inn Moscow-Seligerskaya”, ბიზნეს ცენტრი მინსკში -„Hampton by Hilton”,” А+В კლასის ლოჯისტიკურიკომპლექსი” უკრაინაში (კიევის რაიონი), კურორტი ქალაქგარეთ„Hilton Garden Inn Moscow New Riga”და „ლოჯისტიკური ცენტრი Klin Logistics” – მოსკოვის რაიონი.

საქართველოში Amtel Group ფლობს სასტუმრო „Citadines Freedom Square”-ს,„Amtel Hospital”-ს და საკმაოდ პერსპექტიულ მიწის ნაკვეთებს სამომავლო პროექტებისთვის.

 

http://commersant.ge

2017.03.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006