logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აღურიცხავი დოკუმენტებისა და მედიკამენტებისთვის 300-მდე კლინიკა დაჯარიმდა

გამკაცრებული რეგულაციები კლინიკებისთვის, გამაფრთხილებელი სიგნალი სადაზღვევო კომპანიებისთვის, ჯანდაცვის მიერ გაცემული ბიუჯეტის მკაცრ კონტროლზე აყვანა და სწორება ხარისხზე – ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო.

რას ითვალისწინებს რეფორმა, რა კრიტერიუმი დაუწესდებათ კლინიკებს და რა სანქციები ელით პაციენტებისთვის თანხების არამიზნობრივად მოთხოვნის შემთხვევაში?!

“ჩვენ არც თუ იშვიათ შემთხვევებში მონიტორინგით ვხედავდით, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების პროპორცია იყო წარმოუდგენელი უბრალოდ.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ვურიცხავდით თანხებს კლინიკებს, ვაკეთებდით მონიტორინგს რა ნაწილი მივიდა ექიმამდე და ექთნამდე. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ვხედავდით წარმოუდგენელ პროპორციას როცა 8-10% მიდიოდა სახელფასოდ, დანარჩენი ილექებოდა არაპირდაპირ ხარჯებში, მათ შორის მენეჯმენტის ანაზღაურებაში.” – აცხადებს დავით სერგეენკო.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი გამკაცრდება და თანხების ხარჯვის ეფექტურობა მაქსიმალურად გაკონტროლდება.

– ერთ-ერთ კლინიკასთან დაკავშირებით ვმუშაობ რაღაც დოკუმენტებზე, საბუთებზე და აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში კლინიკა არ აწარმოებდა წამლების აღრიცხვიანობას. როგორ შედიოდა, გადიოდა რამდენი გადიოდა. შეძენილი ჰქონდათ დიდი ოდენობით ანტიბიოტიკები, რომელიც არარეალურად მოკლე პერიოდში იხარჯებოდა. 

ვინ სწავლობს ასეთ საკითხებს და რამდენად კონტროლდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა კლინიკებში და პირდაპირ კავშირშია თანხების მიზნობრივ და არამიზნობრივ ხარჯებთან.  

კლინიკები, რომლებიც აკეთებენ შიდა შესყიდვებს, მოქმედებენ იმ პროტოკოლით რითაც თვითონ თვლიან საჭიროდ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ისე, როგორც გაუხარდებათ. ჩვენ არავის კერძო ბიზნესში არ ვერევით, მაგრამ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გავაკოტროლოთ თანხების ხარჯვის ეფექტურობა.

სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, მედიკამენტების აღრიცხვასა და ხარჯვას აკონტოლებს ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ფარგლებში, კერძოდ რეგულირების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახური. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ ძალიან მკაცრად! და ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სამედიცინო დაწესებულებები საკმაოდ მკაცრად დაჯარიმდება.

მე შემიძლია დაახლოებით ციფრები გითხრათ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ასეული, შეიძლება ციფრი ზუსტად ვერ გავიხსენო მაგრამ 300-ზე მეტ შემთხვევაში დაწესებულებებს, ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სოლიდური ჯარიმა დავაკისრეთ. ჯარიმები რომლის ჯამური თანხაც რამდენიმე მილიონს შეადგენს. სადღაც 9 მილიონამდე იყო ჯარიმები ბოლო სამი წლის განმავლობაში.

 

http://ipress.ge

2017.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006