logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ

ზოგიერთ ქართულ კლინიკებში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან.

ზოგიერთი ფსიქიატრიული კლინიკისთვის დაფინანსების შემცირების საკითხზე კომენტარში მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ მონიტორინგის სამსახურმა ზედმეტი თანხების გამოწერის მიზნით კონკრეტული დარღვევების ფაქტები გამოავლინა.

„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება, პაციენტი აბსოლუტურ შემთხვევაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში მეორედ ან მესამედ შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან რეალურად ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს ხმაურობენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ფსიკიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისას ადამიანთა სამი ჯგუფი გამოიკვეთა. „ერთი - ადამიანები, რომლებიც ამ პაციენტებს რეალურად გულშემატკივრობენ, თუმცა ყველა დეტალში არ არიან ჩახედულნი. ჩვენ მათ სიამოვნებით გავარკვევთ სიტუაციაში. მეორე - ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ხეირი აინტერესებთ და მესამე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლების მიზანიც ნეგატივის წამოწევაა. რაც შეეხება პროგრამას, რომელიც არის დამტკიცებული - ცვლილებები, რომელიც გატარდა, მხოლოდ პაციენტების ინტერესებისკენ იყო მომართული და ეს ცვლილებები არ იქნება ბოლო“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა. მთავრობამ დადგენილება, 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ, 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ექიმების თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ 3 იანვარს გაიგეს.

http://pia.ge

2017.01.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006