logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "დავუბრუნდით კომუნისტურ მიდგომებს"- ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვას გააპროტესტებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მწვავე ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვას გააპროტესტებენ. როგოც ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი აცხადებს, ამ პრობლემით მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა მიმართეს.

“ძალიან შეშფოთდნენ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც კრიზისული ფსიქიატიული მომსახურება ანუ მწვავე განყოფილებები დაიხურა, საუბარია სამ განყოფილებაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ თანხები შეემცირებინათ და შესაბამისად, ვისაც ჰქონდა ამ წუთში ფსიქიკური მწვავე პრობლემები და ეს ბევრ ადამიანს აქვს, ვერ იღებს მომსახურებას. დახურვა ემუქრება ბავშთა ფსიქიატიულ განყოფილებასაც, გარდა ამისა ამ სამი განყოფილების დახურვა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმას ძალიან უარყოფითად ურტყავს. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ძალიან სერიოზული ხარვეზი, იმიტომ რომ სახელმწიფო არ ახორციელებს იმ პოლიტიკას რაც აირჩია. ჩვენ დღეს ამას გავაპროტესტებთ, შეხვდებით სახალხო დამცველს, საერთაშრისო ორგანიზაციებს და სამართლებრივი გზითაც მოვითხოვთ ადამიანის ამ უფლებების დაცვას, რომელიც ხელმისაწვდომი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს”,-აცხადებს ანა არაგანაშვილი.

მისივე თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიღება უკვე პრობლემა გახდა, რადგან არსებული გაყოფილებები გადაიტვირთა და პაციენტებს ვეღარ იღებენ.

“ადამიანებს, რომლებიც ამ განყოფილებებში მკურნალობდნენ, ახლა უწევთ წასვლა დიდი ზომის დაწესებულებებში, სადაც არის ასეთი განყოფილებები, მაგრამ ასევე არის ხანგრძლივი განყოფილებები, 10 წლიანი, 20 წლიანი, აქამდე თუ ადამიანი მკურნალობდა ფართე პროფილის დაწესებულებაში, მაგალითად ღუდუშაურში, იმკურნალებდა და შემდეგ უბრუნდებოდა თემს, ახლა არის დიდი რისკი , რომ ვეღარ გამოვიდეს, იქ დარჩეს მუდმივად. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ როცა ჩვენ ფსიქიატრებს შევხვდით, გვითხრეს, რომ იმდენად გადაიტვირთა დარჩენილი განყოფილებები, რომ ისინი ვეღარ იღებენ პაციენტებს და ტოვებენ ეზოში. დავუბრუნდით ძელ, კომუნისტურ მიდგომებს, რომ დიდი 300 კაციანი დაწესებულებები გავაკეთოთ და არა პატარა მობილური განყოფილებები”,- განაცხადა ანა არგანაშვილმა.

 

http://ipress.ge

2017.01.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006