logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მიღებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ წესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია ორი ცვლილება, რომლებიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასა და ძუძუს კიბოს მკურნალობის მიმართულებით განხორციელდა.

აღნიშნულ დრომდე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამით სარგბელობა შეეძლოთ მხოლოდ 40 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პირებს.

2017 წლიდან კი ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნილია და შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ნებისმიერს ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეეძლება. (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად თბილისი უფიქსირდებათ).

„აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველას, ვისაც დასმული აქვს მწვავე ლეიკემიის, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის და იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემიის, ასევე არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ჰოჯკინის ლიმფომის, მიელოდისპლაზიური სინდრომის, აპლასტიური ანემიის, ჰისტიოციტოზისა და თალასემიის დიაგნოზი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსარგებლეთა დაფინანსება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით განხორციელდება.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

ცვლილება ასევე შეეხო ძუძუს კიბოს მკურნალობის მიმართულებასაც. კერძოდ, „ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანასების ქვეპროგრამა” შეიცვალა „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანასების ქვეპროგრამით”.

პირველ შემთხვევაში, პროგრამის მოსარგებლეები მხოლოდ პირველადი ლოკალიზაციის HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის (I-III სტადია) კიბოს დიაგნოზის მქონე პირები იყვნენ. ახალი ქვეპროგრამის საშუალებით, ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ასევე, HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე პირებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის თქმით, ცვლილება შეეხო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებსაც, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.

„ამ მოქალაქეებს მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს, ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის გათვალისწინებით – 80%-ის მოცულობით. ასეთ შემთხვევაში, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 20%-ს”, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილების ინიცირება დარგის სპეცილიასტების რეკომენდაციების და საერთაშორისო აღიარებული გამოცდილების საფუძვლეზე განხორციელდა.

 

http://reportiori.ge

2016.12.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006