logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    400.000 ნარკომანი

როგორც ექიმ-ნარკოლოგები ამტკიცებენ, დღეისთვის საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. ექიმების შეშეფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა "მოკაიფეთა" ასაკი.
ნარკოლოგები სინანულით აღნიშნავენ იმასაც, რომ ბევრ ნარკომანს სურვილი აქვს იმკურნალოს, მაგრამ იმის გამო, რომ ხელმოკლე ოჯახებიდან არიან, ხოლო ჩვენთან ყველაფერი ფასიანი გახდა, მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. სახელმწიფო კი არათუ ახალი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნით, არამედ არსებულის დაფინანსებითაც არ იწუხებს თავს.
მედიკოსების განმარტებით, ბოლო დროს გახშირდა ნარკოტიკების ჭარბი დოზით მიღების შედეგად გარდაცვალების ფაქტები. ცოტა ხნის წინათ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ წევრი ქვეყნების თავიანთ კოლეგებს დაუგზავნა ოფიციალური ცნობები, რომლის მიხედვითაც ავღანეთიდან შემოსული "ოპიუმი" (არადა, ძლიერმოქმედი ნარკოტიკების უმეტესობა მასზე მზადდება) 3-4 ჯერ უფრო ძლიერია ადრინდელზე. ჩვენი ნარკომანები კი იგივე დოზით იკეთებენ.
რაც შეეხება მკურნალობის საერთაშორისო დაფინანსებებს. საერთაშორისო ფონდები თვითონ ირჩევენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ფინანსდება აქციები, ღონისძიებები, პირველადი პრევენცია, ნარკომანიით გამოწვეული ზიანის შემცირება და ა.შ. როგორც ჩანს, დამფინანსებლები სერიოზულად არ არიან დაინტერესებულნი საქართველოში ნარკომანთა მკურნალობით. ეს კი, პირველ რიგში, ხელისუფლებისაგან მომდინარეობს. ისინი შემოიფარგლებიან საერთაშორისო კონფერენციებით, ერთჯერადი პომპეზური აქციებით. ყოველივე საერთაშორისო ფონდების მიერ ფინანსდება. მთავრობას არ სურს დააყენოს ფონდებისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ქვეყანაში ნარკომანიის კუთხით არსებული კრიზისული მდგომარეობის საკითხი.
ნარკობიზნესს რომ სერიოზული ლობისტები ჰყავს, იქიდანაც ჩანს, რომ ქვეყნის პარლამენტმა გაეროს კონვენციების უხეში დარღვევით ნარკოტიკების ნუსხაში შეიტანა "სუბუტექსი".
გაეროს კონვენციის მიხედვით, ხელმომწერ ქვეყნებს, თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შეუძლიათ გააძლიერონ კონტროლი ნებისმიერ პრეპარატზე. მაგრამ გაეროსთან შეუთანხმებლად მისი ერთი სიიდან მეორეში გადატანა კატეგორიულად ეკრძალებათ!
ექსპერტთა მოსაზრებით, ეს იმის გამო მოხდა, რომ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ხელს აძლევდათ, რომ ნარკოტიკი "სუბუტექსი" საქართველოში გაეყიდათ არა 1,5-2 ევროდ (როგორც საფრანგეთში ღირს), არამედ 150 დოლარად!
შსს-ს საინფორმაციო ბანკში არსებობს მონაცემები, თუ რა ღირს შავ ბაზარზე ესა თუ ის ნარკოტიკული ნივთიერება: 1 გრ. ჰეროინი - 200 დოლარი, 1 გრ. "მეტადონი" - 30 დოლარი, 1 გრ "ოპიუმი" - 15 დოლარი, 10 კაფსულა "ტრამადოლი" - 15 დოლარი, 1 ამპულა "მორფი" 10 დოლარი და ა.შ.
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ნარკომანიის ბუმია და საზოგადოება ხელისუფლებისაგან, შსს-გან ამ სენის გამავრცელებელთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს, სამინისტროს ხელმძღვანელობა აუქმებს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო, საქალაქო და რაიონულ სამსახურებს! მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკომანიასა და რეალიზატორებს ებრძვის ერთი სამმართველო 40 კაცის შემადგენლობით, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. სპეციალისტებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება სოდ-ის შემადგენლობაში მყოფმა, "მოდულის" შენობაში განთავსებულმა ორმოცმა თანამშრომელმა რაიმე ეფექტიანი ზომები გაატაროს ქვეყანაში?!

ზაზა ბილიხოძე

http://www.open.ge/sakartvelos-respublika

2007.07.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006