მიკროქირურგიული კლინიკა "ოფთალმიჯის" თელავის ოფისმა მომსახურების სერვისები განაახლა. კლინიკა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა-აპარატურით უკვე გადაიარაღდა და ამიერიდან “ოფთალმიჯის” თელავის რაიონში თვალზე ნებისმიერი სახის გამოკვლევები და ოპერაციები ჩატარდება. თელავში კლინიკა "ოფთალმიჯის" ახალი ოფისის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კლინიკის ხელმძღვანელმა გია ჯავრიშვილმა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა გახსნეს.
"ასეთი თანამედროვე კლინიკების შენება იმის გამოხატულებაა, თუ როგორ ვითარდება მედიცინის სფეროში კერძო სექტორი," - განაცხადა გიგი წერეთელმა. გია ჯავრიშვილის თქმით კი, კლინიკა ტრადიციებს არ უღალატებს და ყველა ასაკის კლიენტებს კვლავ უმაღლეს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
http://www.24saati.ge
2007.07.10