logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი იშვიათ დაავადებებში 2016 წლის პრიორიტეტად დასახელდა

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (ფიფ) პრობლემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები, ექიმები და პაციენტები,  შემუშავებულ იქნა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ალგორითმები, შედგა  იმ პაციენტთა სია, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ მკურნალობა ანტიფიბროზული პრეპარატებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი იშვიათ დაავადებებში 2016 წლის პრიორიტეტად დაასახელეს.

17-25 სექტემბერს  მსოფლიომ  ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (ფიფ) კვირეული აღნიშნა. საქართველო ამ აქტივობას ეგიდით „ამოისუნთქე იმედით“  2015 წლიდან შეუერთდა და ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება განახორციელა, რომელსაც მედიასაშუალებები, სახელმწიფო სტრუქტურები, კომპანიები, ორგანიზაციები და ინდივიდუალურად ადამიანებიც შეუერთდნენ. ღონისძიებების აუცილებელ ატრიბუტს  საპნის ბუშტების გაშვება წარმოადგენდა, რომელიც ფიფ-ის სიმბოლოდ იქცა.

ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეული საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა. შეხვედრა ფიფ დაავადებული პაციენტების კავშირის, საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ეგიდით მოეწყო.
 
რა სამუშაოები ჩატარდა პაციენტთა ზუსტი როდენობის განსაზღვრისას საუბრობს  ექსპერტი  გია წივწივაძე.
 
-         ბ-ნო გია, რა სიმძიმის პაციენტები არიან და როგორ უნდა მოხდეს მათი მკურნალობა და მართვა?
 
-         ზოგადად, მოგეხსენაბთ საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელიც არასწორი მართვისა და მკურნალობის შედეგად, შესაძლოა ძალიან მალე  სიკვდილით დასრულდეს. მკურნალობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება, 5 წელიწადს. რაც შეეხება მკურნალობას, არსებობდა მრავალი მეთოდი, შემუშავებული იყო სხვადასხვა სქემა, თუმცა რეალურად,  არცერთი მუშაობდა. ამ ბოლო წლებში შემოვიდა ანტიფიბროზული ჯგუფის პრეპარატები, რომელიც  მიზანმიმართულ შედეგს იძლევა. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებული პაციენტები, რომლებიც აღნიშნული პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა არ გააჩნიათ,  გადაუდებელ მკურნალობას საჭირობენ.
 
-         რამდენად შესაძლოა გაიზარდოს პაციენტთა რაოდენობა?
 
-         ზოგადად, იდიოპათიური ფიბროზი იშვიათი დაავაადებაა, სტატისტიკური მონაცემის განსაზღვრა მიჭირს, არ მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს მოსალოდნელი პაციენტთა რაოდენობის თვალსაზრისით, დღესდღეობით, დაავადების გამოვლინება შეგვიძლია, არსებობს ფართოდ გავრცელებული  დიაგნოსტიკის მეთოდები, რომელთაგანკომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
 
ზოგადად, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი - იშვიათ დააავადებად არის მიჩნეული, თუ რამდენად იშვითია დაავადება მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში? გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ვიცე პრეზიდენტი ანა ბოქოლიშვილი განმარტავს: ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი იშვიათი დაავადებაა.  საქართველოს ამ ეტაპზე სამწუხაროდ სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემები არ გააჩნია, მაგრამ  იმ პაციენტების სია, ვინც ანტიფიბროზულ თერაპიას საჭიროებს ცნობილია.  2016 წელს ფიფ იშვიათ დაავადებებში წლის პრიორიტეტად გამოცხადდა.   საინფორმაციო კამპანიის მიზანს, რომელიც ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირის დაფუძნების დღეს, შარშან,  15 ოქტომბერს დაიწყო  და დღესაც გრძელდება,  დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, დაავადების  დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა,  ფიფ-ით დაავადებული პაციენტებისთვის ანტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს.

http://www.ipress.ge

2016.10.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006