logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზესტაფონში სიმსივნის დაავადებები გენეტიკურ სახეს იღებს

შპს „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს, ქალაქ ზესტაფონში სიმსივნეების რაოდენობის ზრდასა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირის შესახებ სკანდალურ ანალიზს აქვეყნებს.

სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე საყვარელიძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები გენეტიკურ სახეს იღებს.

როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, საქართველოს მასშტაბით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მსგავსი დაავადებების რიცხვი ყველაზე მეტად ვლინდება, რაზეც მოწმობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სტატისტიკური მონაცემები.

“მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნული მიზეზებით შეძენილი დაავადებები იღებს გენეტიკურ სახეს და გადაეცემა თაობებს”, - ვკითხულობთ „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე საყვარელიძის განცხადებაში.

ონკოლოგ მაია ქურციკიძის თქმით, ზესტაფონში სიმსივნით პირველადი დაავადების თვეში დაახლოებით 10-12 შემთხვევაა.

სულ ცოტა ხნის წინ, ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ილია კოკაიამ სწორედ ზესტაფონში ჰაერის დაბინძურების შესახებ მიღებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დასკვნას ამყარებს.

შედეგებზე დაყრდნობით, გაირკვა, რომ ჰაერში მტვრისა და მანგანუმის კონცენტრაცია საშუალო მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობის ზრდა კი ზესტაფონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ქალაქ ზესტაფონის სამ წერტილში გაიზომა: ჭანტურიას ქუჩა, შათირიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. კვლევის შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ ქალაქ ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მანგანუმის დიოქსიდის საშუალო თვიური მონაცემები, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ზღვრულად დასაშვებ ნორმებს მკვეთრად აღემატება.

კოკაიას თქმით, კომპანიები არ იცავენ წარმოების წესებს და ხელს უწყობენ რეგიონში ეკოლოგიურ კატასტროფას.

„ზესტაფონი გადაიქცა საქართველოს ჩერნობილად. ეს კვლევები ამ ყველაფერს ადასტურებს. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, არა მარტო ამ რაიონში, არამედ ზოგადად საქართველოშიც, იმიტომ, რომ ზესტაფონის მოსახლეობა საქართველოა. ტოტალურად კიბოსა და ონკოლოგიური დაავადებების ტყვეები გავხდით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ უმსგავსობით, რაც ქალაქის ცენტრში ხდება, მთავარ ბაზართან. მოსახლეობა მტვრით დაფარულ საკვებს ყიდულობს და იწამლავს ორგანიზმს“,- განაცხადა კოკაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზესტაფონში ფეროშენადნობის როგორც მოპოვებაზე, ისე დამუშავებაზე 6 კომპანია მუშაობს. კარიერი და საფშვნელი, ის, რომელზეც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საუბრობს, შპს „ეკომეტალს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც ყოფილი პარლამენტარები, ძმები სამადაშვილები არიან.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მდგომარეობა სავალალოა. ჰაერის დაბინძურების ხარისხი და დაავადებების მზარდი სტატისტიკა ზესტაფონს „სიმსივნის კერად“ აქცევს.

 

http://kvira.ge

2016.10.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006