logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება," - აღნიშნული განცხადება ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.
ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შედის. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისთვის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.
რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=709
1-ელი ოქტომბრის შემდეგ, მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციის გავრცელების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე, მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით," - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. მანვე მკურნალობის პროცესში ჩართული და მომლოდინე პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა. „ამ დროისთვის პროგრამაში 24.000 ადამიანია რეგისტრირებული, განკურნების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

http://www.moh.gov.ge

2016.09.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006