logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის საკვები დანამატების გაცემას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო 100.000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს.

ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საკვები მიკროელემენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვების საკვების მიკროელემენტების ფხვნილით (MNP) გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისათვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც მიმართულია კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისთვის. 6 თვემდე ბავშვისთვის დედის რძე უზრუნველყოფს ყველა საჭირო მიკროელემენტრის მიწოდებას. შემდეგ დგება საჭიროება დამატებითი საკვების მიღების, სწორედ ამ დროს, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება ვიტამინებზე მოთხოვნა არის გაორმაგებული. როცა კვება არ არის მრავალფეროვანი, დგება ნივთიერებების დეფიციტი. ეს ინტერვენცია კი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა,“ – განმარტა ნინო ბერძულმა.

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის 13.000 ბავშვისთვის, სტატისტიკური მონაცემების და ფხვნილის მიღების ინსტრუქციის გათვალისწინებით, სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა. ერთდოზიან პაკეტებად დაფასოებული მიკროელემენტების ფხვნილის ნარევი სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად მიიღება და ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს.

ბენეფიციარები მიკროელემენტებს საქართველოს ყველა რეგიონში, „მედფარმა პლუსის“ კონტრაქტორი აფთიაქების მეშვეობით მიიღებენ. ერთჯერადად, ერთ ბავშვზე, საკვები დანამატის წლიური მარაგი – 180 პაკეტი გაიცემა.

საკვები დანამატების მიღების შესახებ ბენფიციარებს დამატებით ინფორმაციას სოციალური აგენტები და სოფლის ექიმები მიაწვდიან.

საკვები მიკროელემენტების ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს. მიკროელემენტების დამატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და მიზნად კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.

http://jandacva.ge

2016.09.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006