logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში ახალი კონცეფციის ექსკლუზიური სამშობიარო გაიხსნა

ნიუ იორკი, ტოკიო ….. – ეს საოცნებო გარემო ქართველი დედებისთვის მალე რეალობად იქცევა. სად გინდათ რომ თქვენი პატარა დაიბადოს? – მანჰეტენის ურბანულ გარემოში თუ გაყვავილებული საკურას ბაღში, ეს უკვე დედის გადასაწყვეტი იქნება.

მსოფლიოს მეგაპოლისები და კომფორტული სახლური გარემო – ასეთია ახალი სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ს კონცეფცია, რომელიც საქართველოში ერთადერთია მისი უნიკალურობით.

ნოვატორულ და რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებზე ,,კომერსანტს” ცნობილი მეან-გინეკოლოგი და ახალი სამშობიარო PINEO Luxury-სდირექტორი ზაზა სინაურიძე ესაუბრა.

სამშობიარო სექტორის მიმდინარე ტენდენციებმა გვიბიძგეს იმისაკენ, რომ შეგვექმნა აბსოლუტურად განსხვავებული და უნიკალური ტიპის სამშობიარო საქართველოში, ამიტომ მე-4 სამშობარო სახლის ბაზაზე შევქმენით მაღალკვალიფიციური მრავალპროფილიანი საავადმყოფო, სადაც სულ მალე ფუნქციონირებას PINEO Luxury დაიწყებს.

PINEO Luxury-ს დაარსების მთავარი იდეა არის ის, რომ ორსულს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და საიმედო ადგილი, სადაც იგი თავს იგრძნობს დაცულად, რათა მშობიარობამ შიშის და სტრესის გარეშე ჩაიაროს. ამის მისაღწევად კი პალატების ნაცვლად შექმნილია ოთახები, რომლებიც მოწყობილია ისე, რომ ორსულმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, სადაც ზრუნვა, უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი არის პირველ ადგილზე.

დიზაინი შემუშავებული და ადაპტირებულია სწორედ იმისათვის, რომ შეიქმნას სახლის ატმოსფერო. ყოველი სამედიცინო ნივთი, რომელიც კლინიკასთან ასოცირდება განთავსებულია შეუმჩნეველ ადგილას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მაღალკვალიფიციური პერსონალი – ქალბატონები, რომლებსაც მუშაობის მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან თუ რა სჭირდება ორსულ ქალს, როგორ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და ბედნიერად.

მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობა ნაკლებ სტრესული და შესაბამისად ნაკლებად რისკიანი ხდება, როცა მშობიარე თავს მისთვის ნაცნობ გარემოში ანუ სახლში გრძნობს. მოცემული სახლის კონცეფცია, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი იდეა. ეს არის თანამედროვე, პროგრესული მსოფლიოს ტენდენცია, რომელსაც სათავე ჩაეყარა სკანდინავიაში, ხოლო შემდეგ უკვე ბრიტანეთმა და აშშ-მაც აიტაცეს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის კონცეფცია, რომლის გამოყენებაც უნდა დაინერგოს და გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი საქართველოშიც.

ეს არის იდეა, რომელიც მხარს უჭერს საიმედო ატმოსფეროში ბუნებრივ მშობიარობას, რომელიც შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ გავუქროთ საქართველოს მომავალ დედებს მშობიარობის შიში.

ამიტომ ჩვენ შევქმენით მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიარო, თბილი და კომფორტული პალატებით. ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა – პალატების სახელებია და ისინი შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. მშობიარესთვის არანაირი განცდა არ არსებობს, რომ საავადმყოფოში ხარ. სამედიცინო მიდგომით რომ შევხედოთ, როდესაც ქალი კომფორტულადაა აღარ ნერვიულობს, რაც დრამატულად ამცირებს გართულებების ფაქტორს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქვე არის ნევროლოგია, ქირურგია, კარდიოლოგია და დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც.

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტორია ოჯახის წევრების და ნათესავების მუდმივი გვერდში დგომა და ზრუნვა ორსულობის და მშობიარობის პერიოდში. სასურველი ადამიანების გვერდით ყოფნა ფეხმძიმეს უმარტივებს ამ პერიოდის დაძლევას დაუხსნის სტრესს. მშობიარობა არის მოვლენა, რომელიც თითოეული ოჯახის წევრისათვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც PINEO Luxury გამოირჩევა, მდგომარეობს სამედიცინო პროცესის მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებით მედიცინასთან შესაბამისად აგებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ორსულისთვის არც ერთი პროცედურა აბი არ იქნება განმარტების გარეშე დანიშნული.

მოკლედ რომ ვთქვათ, PINEO Luxury – არის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დაწესებულება უნიკალური კონცეფციითა და მიდგომებით. ასევე მნიშვნელოვანია სამშობიაროს მდებარეობა და ეკოსისტემა, რომელიც მის ირგვლივაა. თბილისის მერიის ოფიციალური მონაცემებით, ორთაჭალა არის რიგით მეორე ეკოლოგიურად სუფთა რაიონი. არც თუ ისე ბევრისათვის არის ცნობილი, რომ PINEO Luxury-ს უკან არის გაშენებული ერთი ჰექტარი ფიჭვის ხე, რაც ახალშობილისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ზაზა სინაურიძე

http://commersant.ge

2016.09.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006