logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო ჯანმო-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ევროპის რეგიონიდან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

მინისტრი კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66-ე სესიას ესწრება, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა.

დავით სერგეენკომ საქართველოში მოქალაქეთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება პროექტის განხორციელებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილა.

„ჯანდაცვა არ არის ვინმეს პრივილეგია, ეს არის ყველას უფლება. საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელება ჩემი ქვეყნისთვის გახდა რეალობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მატებაა, თუმცა ის მაინც არის 50%-ზე დაბალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია.

ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით, შევბმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს, რომ მოგვცა საშუალება, განგვეხორციელებინა ასეთი ამბიციური პროექტი,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მოხსენებაში დავით სეგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება, აუდიტორიას პროგრამის მიმდინარეობის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის დახმარებაზე გამოთქვა მზაობა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი – C ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15.000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10.000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა ამ დაავადებისგან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის რიგით 66-ე სესია კოპენჰაგენში, 12 სექტემბერს რეგიონული დირექტორის, ჟუჟანა ჯაკაბის სიტყვით გაიხსნა და 15 სექტემბერს დაიხურება. 

http://jandacva.ge

2016.09.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006