logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქობულეთში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის გახნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრი ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

პროექტის მიზანს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე მათი უფლებების ადვოკატირება, აუცილებელი სპეციფიური სერვისის მიღების შესაძლებლობაზე ზრუნვა და ამ სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდა;

ცენტრმა ფუნქციონირება ამ ეტაპზე სოფელ მუხაესტატეში დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვეს დისტანციურად 13 ქცევის თერაპევტი ემსახურება. ქობულეთის სერვის ცენტრში სპეციალისტების გარდა მშობლებიც იქნებიან ჩართულები. მოხდება მათი ცოდნის დონის გაზრდა და გამოყენებითი ქცევის ტექნიკის ანალიზის დაუფლება. აღნიშნული გააუმჯობესებს მშობლების ბავშვთან კომუნიკაციას და მისცემს მათ ბავშვთან ეფექტურად მეცადინეობის შესაძლებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის სწორი პრაქტიკის ხანგრძლივად მიღების თვალსაზრისით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე, ასევე ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ბავშვის განვითარების კლინიკის „ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი, BCBA – თინათინ ჭინჭარაული და კლინიკის ფსიქოლოგები.

„ძალიან მიხარია, რომ ქობულეთში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებს მიეცათ საშუალება ამ აუცილებელი და საჭირო სერვისის მიღების. მისასალმებელია იმ ხალხის ძალისხმევა, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებით ეს მოხერხდა. დიდი მადლობა მათ. ვფიქრობ, რომ მთავრობამ, არასამთავრობო სექტორმა, ისევე როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა მუდმივი მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ასეთი საკითხის მიმართ და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის” – განაცხადა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოფიო ბაკურიძემ.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ქობულეთის სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შშმ პირს ნინო ნოღაიდელს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნინო ნოღაიდელმა სოფიო ბაკურიძეს იმ აუცილებლობებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები დგანან.

 

http://epn.ge

2016.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006