logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ექიმთა მეორე ჯგუფი პოლონეთში გადამზადების კურსს გადის

აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ორი მედიკოსი დარგობრივი ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ტექნიკოსი გურამ შენგელია და ფიზიკოსი რევაზ თურმანიძე ტრენინგ-კურსს მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში გადიან. მედიკოსები სილეზიაში 16 აგვისტოს გაემგზავრნენ და სამშობლოში 29 აგვიტოს დაბრუნდებიან.

მიმდინარე წლის ივლისში მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში გადამზადების კურსი აჭარის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ სამმა მედიკოსმა გაიარა. 

აღნიშნული პროექტების განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. 

აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლისზაფხულში, კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისიმეუღლის ვიზიტი ქ. ბათუმში. 

სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო.

2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგიდა ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“იმყოფებოდნენ.

გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 

2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 

2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 

2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი. 

http://ghn.ge

2016.08.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006