logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აუცილებელია უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი

სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემის ძირითადი მიზეზი მედიკოსთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის არასავალდებულო ხასიათია.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის მართვის პროცესში სახელმწიფო ცდილობს კლინიკებს დაუკორექტიროს  ხარჯები,  აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე? ამ და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სხვა მნიშნელოვან დეტალებთან დაკავშირებით  სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე საუბრობს.

ბუნებრივია, კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც კლინიკებს დასაბუთებულად და სამართლიანად დაუკორექტირებენ ხარჯებს. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის შემთხვევები განიხილება.

საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებულია. ამიტომ ხარჯები შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციებით, არამედ, იმის გამოც, რომ ინერგება ისეთი ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს.

სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს კლინიკებისთვის თანხის მექანიკური დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება.

ჩვენ ქვეყანას ჰყავს ბევრი  მსოფლიო დონის სპეციალისტი,  ძალიან კარგი და განათლებული მედიკოსი, მაგრამ მუდმივად საჭიროა ცოდნის განახლება და პრაქტიკაში მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლების დანერგვა.

ეს დღეს ვერ ხერხდება და ამის ძირითადი მიზეზია მედიკოსთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის არასავალდებულო ხასიათი.

უწყვეტი პროფესიული განათლება არის ჯანდაცვის განვითარების ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან გახდა ნებაყოფლობითი. ჩვენი გაერთიანება მუშაობს ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ჩატარებაზე. მაგრამ აუცილებელია უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემამ მიიღოს  სავალდებულო ხასიათი. 

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ დარგობრივი პროფესიული ასოციაციები  სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებას, რაც დაეხმარება ექიმებს გაეცნონ  თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და თავიანთ საქმიანობაში მუდმივად იხელმძღვანელონ მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებით.  ეს კი აუცილებლად აამაღლებს სამედიცინო დახმარების ხარისხს.

http://jandacva.ge

2016.08.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006