logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია.

დასრულებულია შიდა წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებიც და შენობების გადახურვის, შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ასევე, შენობების შიდა და გარე მოპირკეთების, ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულების შემდეგ კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს.

გამყოფ ხაზის მიმდებარედ სამედიცინო ცენტრის არარსებობის გამო, ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად გორში ჩასვლა და რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება.

სამშენებლო სამუშაოებზე 38 ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 629 996 ლარია.

http://kvira.ge

2016.08.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006