logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მაიკლ ბლუმბერგის ფონდი და საქართველო

2016 წლის 17 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაიკლ ბლუმბერგი, ფილანტროპი და ყოფილი სამგზის ნიუ იორკის მერი, არაგადამდები დაავადებების საკითხში გლობალურ ელჩად დასახელდა.

არაგადამდები დაავადებები (მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) და ტრამვები იწვევენ ყოველწლიურად 43 მილიონი ადამიანის სიკვდილს - რაც შეადგენს მსოფლიოში ყოველწლიურად დაღუპული ადამიანების თითქმის 80%-ს. ყოველწლიურად 16 მილიონი ადამიანი იღუპება არაგადამდები დაავადების მიზეზით 70 წლის ასაკამდე. ავტო-საგზაო შემთხვევები იწვევს 1.25 მილიონი ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად და 15-29 წლის ახალგაზრდებში სიკვდილობის წამყვან მიზეზად ითვლება. არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის და არაქმედითუნარიანობის დიდი წილის თავიდან აცილება შესაძლებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ხარჯეფექტური ღონისძიებების განხორციელებით.

უკანასკნელი დეკადის მანძილზე მაიკლ ბლუმბერგი მუშაობდა ჯანმო-თან ერთად თამბაქოს კონტროლისა და ტრავმის პრევენციის საკითხებზე.

არაგადამდები დაავადებების საკითხში ჯანმო-ს გლობალური ელჩი, მაიკლ ბლუმბერგი იმუშავებს ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა წინ წამოწიოს არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით გამოწვევული გლობალური ტვირთვის მნიშვნელობა.

თავის საქმიანობით მაიკლ ბლუმბერგი ხელს შეუწყობს გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი გავნითარების მიზნებს შორის, არაგადამდები დაავადებები და ტრავმა მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის აღიარებული მსოფლიო ლიდერების მიერ. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს არაგადამდები დაავადებების და ტრამვების სპეციფიურ სამიზნეებს; მათ შორისაა 2020 წლისთვის საგზაო ავარიებით გამოწვეული გლობალური სიკვდილობის და ტრავმის განახევრება, 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება და ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის გაძლიერება.

ჯანმო-ს გლობალური ელჩის პოზიცია არ ითვალისწინებს არანაირ ანაზღაურებას და დანახარჯების კომპენსაციას.

როგორც ფილანტროპმა, მაიკლ ბლუმბერგმა 4.3 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო განათლების, გარემოს, მთავრობის ინოვაციების, ხელოვნების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში მისი ფილანტროპული ინვესტიციაა 100 მილიონი აშშ დოლარი პოლიომიელიტის ერადიკაციისთვის, 600 მილიონი აშშ დოლარი თამბაქოს მოხმარების გლობალური შემცირებისთვის, და პროგრამებისთვის რომლებიც ეხება ჭარბი წონის, საგზაო უსაფრთხოების, დედათა ჯანრთელობის და დახრჩობის საკითხებს. 

მაიკლ ბლუმბერგის ფონდი და საქართველო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს პროექტებს ბლუმბერგის ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით:

2009-2013 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის, ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

2014-16 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში.

2016-18 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირისა და სასიცოცხლო სტრატეგიების (“Vital Strategies”) მხარდაჭერით დაგეგმილია პროექტი საქართველოში თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა WHO FCTC მოთხოვნების შესაბამისად.

უფრო ვრცლად>>>

http://www.ncdc.ge

2016.08.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006