კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიასა“ და ,,ხულოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანია დააფინანსებს სოციალურ პროექტს, რომლის მიზანი ხულოს მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იქნება.
პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მართებული ინფორმაციის მიწოდებას, მეორემხრივ ახალგაზრდა შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, საკუთარი უფლებების დაცვას და შესაძლებლობების წარმოჩენას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობით, მომზადდება ვიდო რგოლი, დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები, საჯარო ადგილებში განთავსდება სპეციალური დაფები, სადაც შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინები იქნება განმარტებული. პროექტი 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 70-ზე მეტ პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში.