logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ავერსის პასუხი ინფექციურ საავადმყოფოს მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით

ინფექციური საავადმყოფოს მიერ 16 და 17 აგვისტოს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადება თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის გაკეთების და აპარატურის განთავსების საშუალებას, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ყაზბეგის გამზ. N16 არსებული უძრავი ქონება (მიწა და შენობები) ავერსმა შეიძინა 2009 წლის 25 დეკემბერს ღია აუქციონზე. იქ არსებულ ორ სახელმწიფო კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 2011 წლის 25 დეკემბრამდე, მაგრამ მათი გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა.

2014 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით და სეფსისის ცენტრის კოლექტივის თანხმობით მოხდა სეფსისის ცენტრის პრივატიზება ავერსის მიერ. ამის შემდეგ ავერსი ახორციელებს 14 მილიონი ლარის ინვესტიციას სეფსისის ცენტრში და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა მსოფლიო დონის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით.

სწორედ ეს გახდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელების შეშფოთების და გაღიზიანების მიზეზი, რომ სეფსისის ცენტრი გაუწევს მათ კონკურენციას და ვეღარ განაცხადებენ, რომ ერთადერთი და შეუცვლელები არიან ქვეყანაში.

ინფექციურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და ავერსს შორის იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 01 იანვარს. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ავერსისგან დამოუკიდებელი მიზეზით მხოლოდ 2016 წლის 16 აგვისტოს, ხელმოწერიდან 1 საათში მათ მოაწყვეს აქცია, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის უფლებას. ავერსი ამ უფლებას ვერ მისცემდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებისა და ექიმების ინტერესიდან გამომდინარე ავერსი 5 წელია მოთმინებით ელოდება მისი კუთვნილი ტერიტორიის დაცლას და არც რაიმე სახის რემონტის წინააღმდეგია, ხოლო აპარატურის განთავსებასთან ავერსს საერთოდ კავშირი არ აქვს. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ინფექციური საავადმყოფოს 16 და17 აგვისტოს გამართული აქცია.

ავერსი ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას, აქციას და გაფიცვას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა არის დესტრუქციული და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, შეიცავს რა შანტაჟის ელემენტებს. ჩვენი აზრით ალტერნატივა დიალოგს და საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას არ აქვს, როგორც აღვნიშნეთ 2 დღეა გაფორმდა ხელშეკრულება, შესაბამისად ყველა საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2016.08.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006