logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წამლის სააგენტო მთელს საქართველოში აფთიაქების მორიგ შემოწმებას ახორციელებს

წამლის სააგენტო მთელს საქართველოში აფთიაქების მორიგ შემოწმებას ახორციელებს.
”ეს შემოწმება წარმოადგენს იმ აქციის გაგრძელებას, რომელიც წამლების სააგენტომ მარტში დაიწყო. მაშინ აფთიაქები ბევრ რეგიონში შევამოწმეთ და მრავალი დარღვევა აღმოვაჩინეთ”, - განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” სააგენტოს დირექტორის მოადგილე ელზა გულიაშვილმა.
მისი სიტყვებით, გაფრთხილების მიუხედავად, ბევრმა მფლობელმა არ გააუმჯობესა სიტუაცია თავის აფთიაქში.
”4-დან 20 ივნისამდე შევამოწმეთ ქვემო ქართლის აფთიაქები და კვლავ აღმოვაჩინეთ დარღვევები. ამჯერად მოველაპარაკეთ აფთიაქების მფლობელებს და სიტუაციის გამოსასწორებლად დრო მივეცით. ისინი საშუალოდ 2-3 თვეს ითხოვენ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აფთიაქებს კვლავ შევამოწმებთ”, - აღნიშნა გულიაშვილმა.
მისი სიტყვებით, წამლების სააგენტოს მიზანია არა აფთიაქების დახურვა, არამედ იქ სიტუაციის გამოსწორება.
”ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მცირე მეწარმეებს დავეხმაროთ, მაგრამ ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენი სააგენტო აფთიაქების მფლობელებისთვის მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, მაგრამ თუ ისინი ჩვენს მოთხოვნებს ვერ შეასრულებენ, მათი აფთიაქები დაიხურება”, - განაცხადა ელზა გულიაშვილმა.
კანონის თანახმად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აფთიაქის მფლობელს 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ეკისრება, ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 2000 ლარამდე იზრდება.-

თეონა ხმელევსკაია

http://www.newsgeorgia.ge

2007.07.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006