logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ელექტრონული რეცეპტის სისტემა ამოქმედდა

„ისეთ ამბიციურ გამოწვევასთან, როგორიც არის ჯანდაცვის სისტემის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ელექტრონული რეცეპტი ამოქმედდა" - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი, ყველაზე სასწრაფო ნაბიჯი სამედიცინო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლისკენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ელექტრონული რეცეპტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და განმარტა, რა რისკებს შეამცირებს რეცეპტების ეს ფორმა ჯანდაცვაში. „ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებით, პაციენტს აღარ მოუწევს რეცეპტის ქაღალდმატარებლის ტარება-შენახვა. ექიმს პაციენტის ინფორმაციაზე წვდომა ექნება სახელით, გვარით და პირადი ნომრით. რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა და აფთიაქი, რომელიც ჩართული იქნება ამ სისტემაში, შეძლებს პაციენტის დანიშნულებაზე წვდომას მისი სახელის, გვარის და პირადი ნომრის საშუალებით. მედიკამენტების დოზირება იქნება წამლების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომა მედიკამენტის დასახელებასა და დოზირებაში. ამასთან ექნება წვდომა როგორც ჯანდაცვას, ისე პროფესიულ ასოციაციებს და ეს იქნება უმძლავრესი ინსტრუმენტი ხარისხის კონტროლისთვის, რაც ჩვენი პრიორიტეტია", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტით ჯანდაცვის სამინისტროს არამხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ კოლეგიალური ინტერაქციის საშუალება მიეცემა იმ მედიკოსებთან, ვინც არამიზნობრივად ბევრ მედიკამენტს უნიშნავს პაციენტს. „ასეთ ექიმებთან, ვინც აუცილებელზე და ჯერადობით მეტ მედიკამენტს უწერს პაციენტებს, ელექტრონული რეცეპტი კოლეგიალური ინტერაქციის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პირადად უჩვენა ელექტრონული რეცეპტის ვებგვერდზე შესვლის, საიტზე დარეგისტრირებისა და პაციენტისთვის მედიკამენტის გამოწერის პროცედურა.
ელექტრონული რეცეპტის ტესტირება 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ჯანდაცვის პროვაიდერი, საოჯახო მედიცინისა და ფარმაცევტული ქსელებიდან, ასევე აფთიაქებიდან სუბიექტები შეზღუდული რაოდენობითა და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერვთნენ. ელექტრონული რეცეპტი საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში ეტაპობრივად გავრცელდება და ყველა მსურველს ცხელ ხაზზე დარეკვით სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. თავდაპირველად ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.

http://www.moh.gov.ge

2016.08.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006