logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცვლილებები ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებების შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაცია გააცნო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ექვსპუნქტიანი დადგენილების მიღების შედეგად, პასუხისმგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. „ჩვენ ვაკეთებთ დაზუსტებას სანებართვო პირობებში, სადაც გაწერილი იქნება ფარმაცევტის პასუხისმგებლობები და შესაბამისად, შევქმენით ინსტრუმენტი, რომ ფარმაცევტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას," - განმარტა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ფარმაცევტებს პირველი ჯგუფის - ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში აეკრძალებათ მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სამი წლით, ხოლო მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტის გაცემა ერთი წლის ვადით. ისინი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც მხოლოდ რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების რეალიზაციაა დასაშვები. ჯანდაცვის მინისტრმა ზემოქმედების მეორე ინტრუმენტზეც ისაუბრა, რომელიც თავად მეწარმეებს შეეხებათ. მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, სამართალდარღვევის ფაქტში მხილებული პირები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებენ. „საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს პირი, რომელსაც ჰქონდა სამართალდარღვევა, თუ ის იყო ნასამართლევი ან აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ადრე ეს შეზღუდვა არ არსებობდა. ნებისმიერი ადამიანი იღებდა ამ ნებართვას და აგრძელებდა საქმიანობას." - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
დავით სერგეენკომ მონიტორინგის ახალ სისტემაზეც გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით დღეიდან ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს იწყებს. თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში მონიტორინგის ჯგუფები პროცესს უწყვეტად - 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა და თხოვნით მიმართა, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - „იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ საზოგადოების ჩართულობა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, იქნება მნიშვნელოვანი. თუკი ნახავენ ასეთ ფაქტს, შეგვატყობინონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505, სადაც იქნება კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც გადამისამართდება ეს ინფორმაცია და ჩვენ ასეთ შემთხვევებზე მოვახდენთ რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში - 24/7-ზე," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://www.moh.gov.ge

2016.08.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006