logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ჰუმანითი ჯორჯიას" კონკურენტი უჩნდება - ინდური კომპანია თბილისში ჯენერიკების ქარხნის აშენებას გეგმავს

საქართველოს ბაზრით ინდური ფარმაცევტული კომპანია Intertech-ი დაინტერესდა. როგორც კომპანიის ქართული წარმომადგენლობის სს „ბიომედიკალს გეოს" ხელმძღვანელი ლალი ღოღობერიძე განმარტავს, საწარმოს მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება. ამ დროისთვის კი ინდოელ პარტნიორებთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოს მომავალში სახელმწიფოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებაც გაფორმდება. გარდა ამისა, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიის მიღებასაც ელოდება.
ღოღობერიძის თქმით, კომპანია „ბიომედიკალს გეო" სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიციიის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სს „ბიომედიკალს გეოს" საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ. მიწის ნაკვეთები გადასცა.
ღოღობერიძე აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.
მისი ინფორმაციით, ახალი ფარმაცევტული საწარმო ჯენერიკების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. (ჯენერიკებს, ჩვეულებრივ, უწოდებენ მედიკამენტებს, რომელთა მოქმედ ნივთიერებაზე ამოწურულია პატენტის ვადა და შესაბამისად, წამლის დამზადება ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია, ოღონდ ბრენდირებული დასახელების გამოყენების გარეშე). მედიკამენტების რეალიზება კი მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
„ეს იქნება, აბები, ამპულები და კაფსულები. წარმოება იქნება ევროპული GMP სტადარტების მიხედვით. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება საექსპორტოდაც, როგორც ევროკავშირის ბაზრისთვის, ისე დსთ-ს სივრცეში"-აცხადებს ღოღობერიძე.
მისი ინფორმაციით, ინდურმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში არსებული ბიზნესგარემო შეისწავლა. ღოღობერიძე განმარტავს, რომ ინვესტორების განცხადებით, საქართველოში მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ხელსაყრელი ბიზნესგარემოა.
რაც შეეხება იმას, თუ რა საფასო სეგმენტისთვის იქნება წარმოებული მედიკამენტები და გამოიწვევს თუ არა ახალი კომპანიის შემოსვლა, ბაზარზე წამლების გაიაფებას, ღოღობერიძე ამბობს, რომ Intertech-ი გამოცდილი კომპანიაა და ის საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს როგორც აზიაში, ისე ევროპაში და ამერიკაში, აქედან გამომდინარე, იმედოვნებს, რომ მისი შემოსვლა საქართველოს ბაზარზეც წარმატებული იქნება. მისი თქმით, რაც მეტია ჯანსაღი კონკურენცია, მით უკეთესია.
ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ორხევის დასახლებაში საქართველოში ჯენერიკების იმპორტიორი „ჰუმანითი ჯორჯიაც“ გეგმავს. პროექტს ავსტრიული კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს. იგეგმება მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება.  ოფიციალური ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. საპარტნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.
რაც შეეხება თავად, INTERTECH EQUIPTECHNOLOGIES ეს არის ინდური კომპანია, რომელიც ისეთი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა ფარმაცევტული ინდუსტრია, კვების ინდუსტრია, კოსმეტიკის ინდუსტრია და სხვ.. INTERTECH EQUIPTECHNOLOGIES წარმოდგენელია აშშ-ში, დსთ-ის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. კომპანია 2005 წელს დაარსდა და მისი შტაბ-ბინები ნიუ-დელისა და მუმბაიში მდებარეობს.

სოფო ქსოვრელი

http://commersant.ge

2016.08.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006