logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს.

სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. 2016 წლიდან, ხელმისაწვდომი გახდა კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე პრეპარატი – „ჰარვონი“. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად.

ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, - აცნობეს მედიანიუსს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიდან.

წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციას და გაზარდოს საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ელიმინაციის მისაღწევად. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „დეკრიმინალიზაცია C“ ეხმიანება წლევანდელი კამპანიის წინაშე მდგარ მიზნებს.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: თბილისში, ხუთშაბათს, 28 ივლისს, 16:00 მწერალთა სახლში (მის. მაჩაბლის ქ. #13) გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად პაციენტთა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კამპანია გაგრძელდება ქუჩის აქცია/მსვლელობით, გავრცელდება სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას, რომელიც პაციენტებს დაეხმარება პროგრამაში ჩართვას. აქცია გაიმართება 28 ივლისის 19:00 საათზე, თბილისში, მსვლელობა-რუსთაველის მეტროდან.

28 ივლისს მობილირული ამბულატორიებით C ჰეპატიტზე სკრინინგი ზოგადი პოპულაციისთვის ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

http://medianews.ge

2016.07.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006