logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მალე რეზისტენტული ტუბერკულოზის უფასო მკურნალობა გახდება შესაძლებელი

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად რეგისტრირდება ტუბერკულოზის 8,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 100 ათასი ბავშვი.
სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ტუბერკულოზით დასნებოვნების შემთხვევათა რაოდენობა ჯერ კიდევ მასშტაბურ რიცხვებს აღწევს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით ყოველ წელს 6 ათასი ადამიანი ავადდება, ლეტალური მაჩვენებელი კი 190-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ტუბერკულოზური ინფექციის რეზერვუარი დიდია.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დასნებოვნების რისკი განსაკუთრებით მაღალია ხშირი, რეგულარული კონტაქტისას ცუდად განიავებულ გარემოში ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზით დაავადებულ მიკობაქტერიაგამომყოფ ავადმყოფთან.
ციხეებში პატიმრების ტუბერკულოზით მკურნალობას ახორციელებს წითელი ჯვარი. თუ რა მდგომარეობაა ამ სფეროში, ვესაუბრეთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსს, მაია ქარდავას, რომლის განცხადებით, ტუბერკულოზის გავრცელების საუკეთესო პირობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებია. მიზეზი არა მარტო პატიმრების კატასტროფული სიმრავლეა, არამედ ამგვარი დაწესებულებების ცუდი განიავება.
მაია ქარდავა: 1997 წელს ჩატარებული ტუბერკულოზის გავრცელების შესახებ კვლევის საგანგაშო შედეგებმა განაპირობა წჯსკ-ს მიერ ციხეებში ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის დაწყება. გეგმა გულისხმობდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენის სისტემის შექმნას და დაავადებულთა მკურნალობას ვწეთ მეთოდით (ქიმიო-თერაპიის მოკლე კურსი მედპერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე. პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ტუბერკულოზის სათანადო მკურნალობაზე და საპყრობილეებში ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლი ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის წარმატებულ კონტროლს მთლიანად საზოგადოებაში.
პროგრამის არსებობის პერიოდში, საქართველოს საპყრობილეებში, 4229 ადამიანს ჩაუტარდა მკურნალობა.
სპეციალისტების განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს რა არის ტუბერკულოზი, რატომ არის აუცილებელი მისგან დაცვა, მკურნალობა და კონტროლი. იგი უძველესი დაავადებაა, რომელიც დღესაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემას წარმოადგენს. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია და ვრცელდება დაავადებული ბაქტერიაგამომყოფი პირის მიერ. საუბრის, ხველის, ცემინების დროს დაავადებული ადამიანი გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, ეს წვეთები შეიცავენ ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიებს, რომელნიც შესუნთქულ ჰაერთან ერთად შეიძლება მოხვდნენ ჯანმრთელი ადამიანის ფილტვებში და გამოიწვიონ მისი ინფიცირება. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა არ აძლევს მათ გამრავლების საშუალებას. დაავადება ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი რაიმე მიზეზით დაუძლურდება. ამ დროს მიკობაქტერიები მრავლდებიან და იწვევენ პათოლოგიურ ცვლილებებს. დაავადება უვითარდება ინფიცირებულთა მხოლოდ 10%-ს სიცოცხლის მანძილზე.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიულ-დისპანსერული განყოფილების გამგე ლეილა გოგინაშვილი ამბობს:
”ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება, ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების (იმუნიტეტის) დაქვეითების შედეგად.
საზოგადოებაში დომინირებს ის აზრი, რომ ავადმყოფობის მიზეზი სოციალური ფაქტორია, მაგრამ ამასთან ერთად სამედიცინო ფაქტორიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამ ავადმყოფობას სოციალური იერარქიები არ გააჩნია.
სოციალურია: არასრულფასოვანი კვება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, უმუშევრობა, უსახლკარობა, პატიმრობა, ლტოლვილობა და სხვ. სამედიცინო ფაქტორებია: აივ-შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სასუნთქი ორგანოს ქრონიკული დაავადებეები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სიმსივნური დაავადებები, ხანგრძლივი სტეროიდული და სხივური თერაპია. ამ ფაქტორების არსებობისას ინფიცირებული პირები მიეკუთვნებიან ტუბერკულოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს.
ფილტვის ტუბერკულოზის დროს პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გახანგრძლივებული ხველა 2 ან მეტი კვირის განმავლობაში, ზოგჯერ სისხლიანი, უპირატესად ნახველის გამოყოფით, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა.
თირკმელების ტუბერკულოზის დროს აღინიშნება ყრუ ტკივილი წელის არეში, სისხლიანი შარდი. სახსრის ტუბერკულოზის დროს - შესიება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვ.
ტუბერკულოზს ზოგადი სიმპტომებიც ახასიათებს, ესენია: სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ადვილად დაღლა, ღამის ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ჩატარდეს სათანადო გამოკვლევები და დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობა ფტიზიატრის დანიშნულებისამებრ ჩატარდეს.
ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურებულად ითვლება, თუ ნახველის ნაცხის მიკროსკოპით აღმოჩენილი იქნება დაავადების გამომწვევი. ფილტვებში არსებული ცვლილებების შესაფასებლად ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. საჭიროებისას ინიშნება დამატებითი კვლევები.
ტუბერკულოზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფტიზიატრის მიერ დანიშნული ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება მედპერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელების. ინტენსიური ფაზის დროს (2-3 თვე) პაციენტი ყოველდღიურად იღებს 4-5 პრეპარატის კომბინაციას; გაგრძელების ფაზის დროს კი 2 ან 3 მედიკამენტს კვირაში 3-ჯერ 4-5 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-9 თვეს მოიცავს, ზოგჯერ კი 12 თვემდეც გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ზუსტად შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება, რეგულარულად, დროულად მიიღოს ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისას ან მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა (ე.წ. რეზისტენტული ფორმა), რომლის მკურნალობა ხანგრძლივია, ძვირად ღირებული (10 ათასი დოლარიდან ზემოთ) და ზოგჯერ უშედეგო.
გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში პაციენტი აგრძელებს დაავადების გამომწვევის გამოყოფასა და გავრცელებას, რითაც სერიოზულ საშიშროებას უქმნის პირველ რიგში ოჯახის წევრებს, შემდეგ კი საზოგადოებას. აუცილებელია ჩატარდეს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის სრული კურსი. დროულად აღმოჩენილი და ადეკვატურად ნამკურნალევი ტუბერკულოზი განკურნებადია."
საქართველოში არსებობს ვწეთ პროგრამა, როცა მედდები აკონტროლებენ პაციენტებს მედიკამენტების მიღების პროცესში, ტუბდისპანსერში თუ ავადმყოფის სახლში. ე.წ. კეთილსინდისიერი პაციენტებისთვის, რომლებიც ვწეთ მკურნალობის კურსს გადიან, არსებობს სურსათით წამახალისებელი დახმარება.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ანგარიშგების ოფიცერი, იულონ წილოსანი აღნიშნავს, რომ ჯანმოს მიერ DOTS-ი მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ მეთოდადაა აღიარებული და მას გლობალური ფონდი აფინანსებს. სურსათის კომპონენტი კი აქ სწორედ წამახალისებელ ფაქტორს თამაშობს. თუ ვინ მიიღებს დახმარებას, ტუბდისპანსერის მედპერსონალი წყვეტს. საქართველოში 70-მდე ტუბდისპანსერია, ხორციელდება პროგრამა და ამ დახმარებას 2800 პაციენტი ღებულობს. პაციენტი ორ კვირაში ერთხელ 5 კგ ფქვილს, ნახევარ ლიტრ ზეთს და 1 კგ შაქარს იღებს.
საქართველოს ყველა ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში მოქმედებს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტუბერკულოზის დიაგნოზირებას, მკურნალობას, პრევენციას. ტუბერკულოზის მკურნალობა და დიაგნოზირება უფასოა. პროგრამას სერიოზულ მხარდაჭერას უწევენ ადგილობრივი და უცხოური დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები (შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი, წითელი ჯვარი, იუსაიდი, პწზფლაცბ ქუკდნტბ ქთა).
ამავე დროს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადებით, მალე საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობა. პაციენტებს მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდებათ.

ნინო საბაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.07.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006