logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა. დეპარტამენტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დეპარტამეტი აღიჭურვა ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12.აპარატი ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ პირველად საქართველოში განხორციელდა.

"ულტრათანამედროვე იაპონური აპარატი, რომელიც დეპარტამენტმა შეიძინა, ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღებას შეძლებენ, რასაც დედაქალაქის მთავრობა აფასებს და მიესალმება. მნიშვნელოვანია, რომ ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ქართველი ექიმი გადამზადდა, რომლებსაც უკვე შეუძლიათ აღნიშნული აპარატით ურთულესი ოპერაციების ჩატარება - თბილისელები და არა მხოლოდ თბილისელები მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან და მიიღებენ უმაღლეს ხარისხს. მე გავეცანი აპარატის შესაძლებლობებს, ამ უნიკალური აპარატით სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც დამეთანხმებით, რომ ამცირებს ფატალური შედეგების დადგომის რისკებს. ამასთან, გვაძლევს იმედს და ბუნებრივია, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს. ისტორიულად კლინიკა ენდოვასკულური ქირურგიის პიონერია. სწორედ აქ ამუშავდა საქართველოში პირველი კათეტერიზების ლაბორატორია.

წლების განმავლობაში ქირურგიის ინსტიტუტი გახლდათ ფლაგმანი კარდიოლოგიური ინტერვენციებისა და კარდიოქირურგიის დარგში. ბოლო ხანს ან მხრივ საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ უნიკალური ანგიოგრაფის შეძენის, შესაბამისი საოპერაციოს და კათეტერიზების ლაბორატორიის გამართვის შემდეგ, უკვე შესაძლებელია კარდიოქირურგიული, ენდოვასკულური ქირურგიის მომართულებების ხელახლა ამუშავება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მართვა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სხვა შესაძლებლობებთან ერთად მიეცა ინსულტის მართვის სრულფასოვანი ცენტრის გახსნის უნიკალური შანსი, რაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს დაიცავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან და მისი გართულებებისგან.

http://www.ipress.ge

2016.07.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006