logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი 2005 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ასეულობით ქართველ და უცხოელ დელეგატს მასპინძლობს.

აღნიშნული კონგრესი ყველაზე დიდი სტომატოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც კავკასიის რეგიონში ტარდება.

კონგრესის მე-12 სეზონი 15 ივლისს, სასტუმრო “შერატონში” გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვით, ასოციაციის გამგეობის წევრების გარდა,  აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე წარსდგა.

ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა ასოციაციის ერთგული წევრები – თემურ მაკალათია, ლელა მერაბიშვილი, სიმონ მაჭავარიანი, მირზა ნაკაშიძე და არჩილ თამასიძე დააჯილდოვა და სპეციალური დიპლომები გადასცა.

გარდა ამისა, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის ასოციაციის ერთგულების ჯილდო გადაეცა სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის”.  ჯილდოს მისაღებად აუდიტორიის წინაშე “რადიქსის” გამგეობის წევრი სალომე ხეცურიანი წარსდგა.

სამეცნიერო პროგრამა თელავივის უნივერსიტეტის პედიატრიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის სპიკერის, პროფ. ბენჟამინ პერეცის მოხსენებით გაიხსნა. პროფ. ბენჟამინმა ბავშვთა ასაკში სტომატოლოგიური მკურნალობის სრულიან განსხვავებული და ნოვაციური ხედვა წარმოადგინა. Hands on კურსები ჩაატარეს ბოგდან შუმილოვიჩმა და კნუტ ჰუფშმიდტმა (გერმანია) თერაპიული სტომატოლოგიაში,  CAD/CAM სისტემის CEREC (Sirona) სტომატოლოგის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ კი –  ალექსეი შევკოვიჩმა უკრაინიდან.

კონგრესზე მოხსენებით წარსდგნენ ქართველი სპიკერებიც. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა ვრცელი მოხსენება წარადგინა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, თენგო ბინიაშვილმა კი ბიოლოგიურ სივრცეზე და მის მენეჯმენტზე წაიკითხა ლექცია.

პარალელურად, მცირე დარბაზში “Lilium & Rose”,  ორთოპედიული სტომატოლოგიისა და იმპლანტოლოგიის სექცია მუშაობდა. სექციაში ორთოპედიული სტომატოლოგიის ინოვაციების, დენტალური იმპლანტაციის საინტერესო კლინიკური შემთხვევების წარდგენა / განხილვა და დისკუსია მიმდინარეობდა. მოხსენებებით წარსდგნენ: რომან ლევანდოვსკი (უკრაინა), პროფესორი მამუკა გოგიბერიძე (საქართველო), გიორგი პატარაია (რუსეთი).

კონგრესზე უკვე მეორედ გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა სექცია, სადაც კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა უნივერსიტეტების დოქტორანტებმა ნატა რამიშვილმა, ნათია ლობჟანიძემ, ლევან მორჩაძემ, ფრიდონ ჯაფარიძემ, სალომე მამრიკიშვილმა, ნანა ომანაძემ, ეკატერინე მამარდაშვილმა და ბექა ბერიძემ წარადგინეს.

მხარდამჭერები:

  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია
  • საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
  • პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსი”
  • კბილთა რესტავრაციის სკოლა
  • საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირი
  • საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია
  • საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაცია

საინფორმაციო მხარდაჭერა:

  • ჯანდაცვის პორტალი www.jandacva.ge – საინფორმაციო პორტალი ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების შესახებ
  • ტელეკომპანია “პულსი”

კონგრესის პარალელურად გაიმართა სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტებისა დანადგარების გამოფენა გაყიდვა. კონგრესში მონაწილეობდნენ წამყვანი კომპანიები:

  • ქოლგეით-პალმოლივი
  • გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქეარ
  • სს ჯი-პი-სი
  • შპს ელკადენტი
  • შპს დენტალ ჯორჯია
  • შპს ეს-ჯი-ეს დენტალ ჯორჯია
  • შპს ემ-აი-ეს საქართველო
  • შპს ოდრი „პრეზიდენტი“
  • შპს იმპლადენტი
  • შპს ინტერდენტი
  • შპს საპარუსი
  • შპს თბილისი დენტალი
  • შპს დივიდენტი
  • შპს ქუდმედი
  • შპს დენტალ მარკეტი

მე-13 კონგრესი 2017 წლის 14-15 ივლისს ჩატარდება.

http://jandacva.ge

2016.07.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006