logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა უნდა გავაკეთოთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში?

თბილისში და მის შემოგარენში ტარანტულას გავრცელების შესახებ ინფორმაციას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეხმაურება და მოქალაქეებს თავის დაცვის გზებს სთავაზობს, განცხადებაში ასევე ახსნილია, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში:

“ტარანტული — ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდება.

ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობენ უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის.

Lycosa singoriensis – იგივე რუსული ტარანტული,  ობობა-მგელი — ობობების კლასი, ობობა-მგლების ოჯახისა. გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით.

ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ თუ ეცდებით მის დაჭერას.

ეგზოტიკური ცხოველის ზოგიერთ მოყვარულს ტარანტული სახლში ჰყავს.

რუსული ტარანტულის ყველაზე დიდ ეგზემპლარს მიაგნეს ცენტრალურ ევროპაში.

როგორ უნდა დაიცვათ თავი ტარანტულებისგან

ჩვეულებრივ, ტარანტული ადამიანს თავს არ ესხმის. უმთავრესად იკბინებიან მდედრი ტარანტულები, თავისი ჭუპრისა და კვერცხების ან ახალგამოჩეკილი ობობების დასაცავად. ტარანტულის კბენისგან თავდაცვის მიზნით, საკმარისია რამდენიმე წესის დაცვა:

საველე პირობებში:

განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილებს ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე;

ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე;

კოცონის დასანთები მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ;

არ ეცადოთ ამოიყვანოთ ტარანტული თავისი ბუდიდან ცვილის ან პლასტელინის ბურთულით, რომელიც მიმაგრებულია ძაფზე;

ფანჯრებსა და ღიობებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები – ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებსგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც;

ნუ აწვალებთ ტარანტულებს – საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინოთ!

ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები!

რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ?

არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა;

არ დასეროთ დაზიანებული ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას?

მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ;

დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით;

დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;

შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

მიიღეთ ბევრი სითხე – ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;

ალერგიული რექციის შემთხვევაში – მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება – სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.

საინტერესო ინფორმაცია ტარანტულებსა და მათ ნაკბენებზე

ზოგიერთ ევროპულ ენასა და მ.შ. ინგლისურში, სიტყვა Tarantula აღნიშნავს ჩიტიჭამია ობობას, რაც წარმოშობს გარკვეულ გაუგებრობას თარგმანთან დაკავშირებით. თანამედროვე ბიოლოგიაში ტარანტულები და ჩიტიჭამიები – განსხვავებული სახეობებია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილია აპულიური ტარანტული, რომელიც ბინადრობს იტალიაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ქალაქ ტარანტოს შემოგარენში. შუა საუკუნეებში, აპულიური ტარანტული მეტად შხამიანად ითვლებოდა. მის კბენას მიიჩნევდნენ გულყრების გამომწვევ მიზეზად, ხოლო პროფილაქტიკად მიიჩნეოდა სწრაფი ცეკვა – ქანცის გაწყვეტამდე. სწორედ აქედან წარმოიშვა ცეკვა ტარანტელა.”

http://www.ipress.ge

2016.07.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006