logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტება ენტომოლოგიურ მონიტორინგთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მაშტაბით მუდმივად ახორციელებს ენტომოლოგიურ მონიტორინგს. მიმდინარე მონიტორინგითა და საარქივო მონაცემებით, კუს ტბის მიდამოებში მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი გამოვლენილი არ არის. კუს ტბის მიდამოებში ასევე არ გვხვდება დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები.
გამბუზია (ლათ. Gambusia affinis) — თევზი კობრისკბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. წლის ცხელ პერიოდში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-100 ან მეტი რაოდენობის ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა, დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითითა და საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ცოცხალმშობიარე თევზია. ის მალარიის წყალში მყოფი მატლების ბიოლოგიური მტერია. განსაკუთრებით აქტიურად იკვებება მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებით. საქართველოში, ექიმ ნ.რუხაძის მიერ, სპეციალურად იქნა შემოყვანილი იტალიიდან 1925 წელს - მალარიოგენულ წყალსატევებში კოღოს მატლების გასანადგურებლად. მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს გამბუზია მალარიის ჭუპრების გასანადგურებლად გაყვანილ და გაშვებულ იქნა აზერბეიჯანის მალარიოგენულ წყალსატევებშიც. როგორც ყოფილი სსრკ მასშტაბით, ასევე ევროპის ქვეყნებშიც ეფექტურად გამოიყენებოდა მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგო ბიოლოგიური იარაღის სახით. საქართველოში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მალარიის ელიმინაციის პროცესში ამ თევზმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გამბუზია ძალიან კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებას და გავრცელებულია პრაქტიკულად ყველგან, სადაც წყალსატევები ზამთარში არ იყინება. ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

http://www.ncdc.ge

2016.07.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006