logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვახტანგ მეგრელიშვილი: "საყოველთაო ჯანდაცვის" შედეგად მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ გაზრდილა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა – ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ. ერთერთი ბოლო, ვინც ამის შესახებ განაცხადა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა.
რამდენიმე თვის წინ იგივე თქვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს მეტწილად საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა, რომელმაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირებულია. სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2013 წელს 75,2 წელი იყო, ხოლო 2014 -2015 წლებში 72,9 წელი.  თუმცა, ეს ცვლილება 2014 წელს საყოველთაო აღწერის ჩატარების შედეგად მოხდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია, შესაბამისად, დაიკლო სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელმაც.
გარდაცვლილთა რიცხოვნობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2013 წელს 48 553 გარდაცვლილი ფიქსირდებოდა, 2014 წელს 49 087 ადამიანია დაღუპული, ხოლო 2015 წელს 49 121. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მხოლოდ 70-74 ასაკობრივ ჭრილში მცირდება, დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში თითქმის ყველგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის პროგრამას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ემოქმედა, რადგანაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას, ვიდრე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა.
მისი განმარტებით, სოცოცხლის ხანგრძლივობისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სანიტარული პრობები, საკვები და ზოგადად ქვეყანაში არსებული კეთილდღეობის მაჩვენებელი.
„საქართველოში ჯანდაცვაში რომ არაფერი მოხდეს და ეკონომიკა გაიზარდოს, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება. ჯანდაცვა არ არის მთავარი ფაქტორი ამ მიმართულებით. ჯანდაცვის რეფორმამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება გაზარდოს მაგალითად აფრიკის ქვეყანაში, თუ მალარიით იღუპება ათასობით ადამიანი. მაშინ ჯანდაცვა მოქმედებს, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ მუშაობს“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური მეგრელიშვილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ პენსიონერთა რიცხვი იზრდება, რაც სხვა წლებში არ ფიქსირდებოდა.
„საავადმყოფოში ადრე პაციენტს ვერ ნახავდით, ახლა გადატვირთულია. არა იმიტომ, რომ მაშინ ჯანმრთელი იყო ხალხი და დღეს დაავადდა. უბრალოდ მაშინ მისვლის საშუალება არ ჰქონდათ და ახლა აქვთ. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება უნდა იყოს. დღეს სტენოკარდია რომ აქვს პაციენტს, მას ხვალ და ზეგ აუცილებლად ინფარქტი ექნება. დღეს თუ პაციენტს აქვს სტენდირების საშუალება საყოველთაო ჯანდაცვით, ის ხვალ ინფარქტად აღარ იქცევა, ანუ ადამიანი გადარჩება სიკვდილს. ე.ი. გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ადრე ამით 50 წლის ადამიანი იღუპებოდა, ახლა აღარ იღუპება, რაც აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“,- აცხადებს მირიან წიკლაური.
მისივე თქმით, შეუძლებელია საყოველთაო ჯანდაცვას არ ჰქონდეს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე გავლენა გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი დაავადება დღეს გულ-სისხლ-ძარღვთა ავადმყოფობებია, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის.
„დღეს ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ საშუალება ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ასეთი დაავადების მქონე ადამიანს მეტი შანსი აქვს, რომ დღეს გადარჩეს, შესაბამისად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც“,- აცხადებს მირიან წიკლაური.

http://commersant.ge

2016.07.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006